ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მორის პიალა (ფრანგ. Maurice Pialat; დ. 31 აგვისტო, 1925, კუნლჰა, პუი-დე-დომი, საფრანგეთი11 იანვარი, 2003, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. მის ფილმებს ხშირად ახასიათებენ როგორც „რეალისტურს“, თუმცა, ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მისი კინოკარიერა არცერთ ტრადიციულ განსაზღვრებებში არ ჯდება.[1] მის ფილმებს შორისაა „შიშველი ბავშვობა“ (1969), „ლულუ“ (1980), „სატანის მზის ქვეშ“ (1987), რომელმაც კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა და „ვან გოგი“ (1991). მის ფილმებში ხშირად ჩანს ფრანგული მუშათა კლასი. მნიშვნელოვანი როლი აკისრია ოჯახის თემას.

მორის პიალა
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1925
კუნლჰა, პუი-დე-დომი
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 2003 (77 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი

1987 წელს, როცა პიალამ „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა თავისი ფილმისთვის, სახელწოდებით „სატანის მზის ქვეშ“, ფრანგ ხალხს უკმაყოფილო რეაქცია ჰქონდა, რაზეც რეჟისორმა მუშტი აწია და თქვა: „შემიძლია გითხრათ, რომ არც მე მომწონხართ“.[2]

ადრეული ცხოვრება და კინო-კარიერა

რედაქტირება

პიალა კუნჰლაში, პუი-დე-დომში, საფრანგეთში დაიბადა. მალევე მისი ოჯახი პარიზში გადავიდა. თავდაპირველად მას მხატვრობა უნდოდა, მაგრამ იგი სპეციალობად არ აურჩევია. 16 წლის ასაკში პირველად სცადა დოკუმენტური ფილმების გადაღება. 1960-იანებში მან შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის პირველი კი არის ნამუშევარი სახელწოდებით „სიყვარული არსებობს“, რომლითაც ვენეციის კინოფესტივალზე პრიზი მიიღო.

1963 წელს თურქეთის მთავრობისგან დავალება მიიღო, რომ თურქეთის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია გადაეღო. გადაღებების პერიოდში პიალამ გამოიმუშავა თავისი „რეალისტური“ სტილი, ხოლო 1969 წელს, 44 წლის ასაკში გამოუშვა თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, „შიშველი ბავშვობა“. მისი ერთ-ერთი პროდუსერი ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორი, ფრანსუა ტრიუფო იყო. ფილმს ჟან ვიგოს პრიზი გადაეცა.

1972 წელს პიალამ თავისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ჩვენ ერთად არ დავბერდებით“ წარმოადგინა, რომელიც მისი იგივე სახელის მქონე, ნახევრადავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაცია იყო. შემდეგი იყო 1974 წელს გამოსული ასევე ავტობიოგრაფიული ნამუშევარი, სახელწოდებით „ღია ტუჩები“. იგი მოგვითხრობს პიალას ბავშვობის შესახებ, თუ როგორ უწევდა გამკლავება დედამისის უკურნებელ სენთან, სიმსივნესთან. ფილმს, მიუხედავად პოზიტიური გამოხმაურებებისა, კომერციული წარმატება არ ხვდა წილად.

1980 წელს პიალამ გამოუშვა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, „ლულუ“, რომელმაც განსაზღვრა რეჟისორის კინო-კარიერა. სწორედ ამ დროს დაიწყო პიალამ თავისი მრავალწლიანი ურთიერთობა ჟერარ დეპარდიესთან, რომელიც შემდგომში რეჟისორის სხვა ფილმებშიც ჩნდება. „ლულუს“ გადაღებისას პიალა იწყებს საკუთარი ესთეტიკისა და კინოენის ჩამოყალიბებას. ფილმში მთავარ როლებს დეპარდიე და იზაბელ იუპერი ასრულებენ.

პიალას შეხება მეინსტრიმულ კინოსთან 1985 წელს გამოსული ფილმით, „პოლიციით“ დაიწყო, რომელიც 1930-იანების თრილერის ადაპტაციაა. პიალას ფილმისთვის სცენარი ცნობილმა რეჟისორმა და ნოველისტმა, კატრინ ბრეიამ დაწერა. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ჟერარ დეპარდიე, სოფი მარსო, რიჩარდ ანკონინა. „პოლიცია“ კომერციულად ძალიან წარმატებული გამოდგა. მან კრიტიკოსების მხრიდან მოწონება დაიმსახურა და 1.8 მილიონი მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო.

თავის ბოლო ფილმში, სახელწოდებით „ბიჭუნა“ (1995), იგი ისევ ოჯახისა და ბავშვობის თემებს დაუბრუნდა. მასში მთავარ როლს ანტუანი, პიალას შვილი ასრულებს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1968 „შიშველი ბავშვობა“ L'enfance nue რეჟისორი, სცენარისტი
1971 „ხის სახლი“ La maison des bois რეჟისორი, სცენარისტი
1972 „ჩვენ ერთად არ დავბერდებით“ Nous ne vieillirons pas ensemble რეჟისორი, სცენარისტი
1974 „ღია ტუჩები“ La gueule ouverte რეჟისორი, სცენარისტი
1979 „ჯერ სკოლა უნდა დაამთავრო“ Passe ton bac d'abord რეჟისორი, სცენარისტი
1980 „ლულუ“ Loulou რეჟისორი, სცენარისტი
1983 „ჩვენს სიყვარულებს“ À nos amours რეჟისორი, სცენარისტი
1985 „პოლიცია“ Police რეჟისორი, სცენარისტი
1987 „სატანას მზის ქვეშ“ Sous le soleil de Satan რეჟისორი, სცენარისტი
1991 „ვან გოგი“ Van Gogh რეჟისორი, სცენარისტი
1995 „ბიჭუნა“ Le Garçu რეჟისორი, სცენარისტი

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1957 „ნაქარგი“ Drôles de bobines რეჟისორი, სცენარისტი
1958 „ნაცნობი ჩრდილი“ L'Ombre familière რეჟისორი, სცენარისტი
1960 „სიყვარული არსებობს“ L'amour existe რეჟისორი, სცენარისტი
1961 „ჟანინი“ Janine რეჟისორი, სცენარისტი
1962 „ბატონი გალიპი“ Maître Galip რეჟისორი, სცენარისტი
1963 „არაბული ბაღები“ Jardins d'Arabie რეჟისორი, სცენარისტი
1964 „ბიზანტია“ Byzance რეჟისორი, სცენარისტი
1964 „ფელივანი“ Pehlivan რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-04. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  2. https://www.theguardian.com/news/2003/jan/15/guardianobituaries.film
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_პიალა“-დან