არაკი სადაო (იაპონ. 荒木貞夫; დ. 26 მაისი, 1877 ― გ. 2 ნოემბერი, 1966) — იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი (1933-იდან). მეთაურობდა „ახალგაზრდა ოფიცრების“ დაჯგუფებას, რომელიც კუხარას, ნაკაძიმასა და სხვა კონცერნებთან იყო დაკავშირებული. 1931–1934 არაკი სამხედრო მინისტრი იყო, 1938—1939 — განათლების მინისტრი, 1920—1940-იან წლებში — იაპონიის იმპერიალისტური აგრესიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგი. 1948 წელს, არაკის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 1955 წელს გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო.

არაკი სადაო
荒木貞夫
მოღვაწეობა

სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი

დაბადების თარიღი

26 მაისი, 1877

გარდაცვალების თარიღი

2 ნოემბერი, 1966

იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები

ლიტერატურა

რედაქტირება