ელდარ შენგელაია
ელდარ შენგელაია (დ. 26 იანვარი, 1933, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი. რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
ელდარ შენგელაია | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი |
26 იანვარი, 1933 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ | ||
საქმიანობა | კინორეჟისორი | ||
აქტიური | 1957-1996 | ||
მეუღლე(ები) | არიადნა შენგელაია (1957-1980 წლები) | ||
მშობლები |
მამა: ნიკოლოზ შენგელაია დედა: ნატო ვაჩნაძე | ||
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებაკინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).
პოლიტიკა
რედაქტირება1990 წლიდან შენგელაია ჩაერთო პოლიტიკაში, 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992–1995 წლებში — საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995–1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2008 — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1957 — „ლეგენდა ყინულის გულზე“
- 1959 — „თოვლის ზღაპარი“
- 1964 — „თეთრი ქარავანი“
- 1965 — „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“)
- 1968 — „არაჩვეულებრივი გამოფენა“
- 1974 — „შერეკილები“
- 1978 — „სამანიშვილის დედინაცვალი“
- 1984 — „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“
- 1993 — „ექსპრეს-ინფორმაცია“
- 1996 — „Dog Rose“
- 2017 — „სავარძელი“
- 2020 — „ჭა“
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1967)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (1976)
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979)
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1985)
- ლენინის ორდენი (1986)
- სსრკ-ის სახალხო არტისტი (1988)
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1998)
- წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (2009)[1]
- წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2013)
- თბილისის საპატიო მოქალაქე (2022)[2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დოლიძე, ნანა., ქართველი კინორეჟისორები : ნარკვევების კრებული : ნაწილი I, თბ., 2005. — გვ. 240. 105–137 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელდარ შენგელაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ელდარ შენგელაია — ეროვნული ფილმოგრაფია
- ელდარ შენგელაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- ელდარ შენგელაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ელდარ შენგელაიას შემოქმედების მიმოხილვა (რუს.)
- 2003–2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (10 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022
- ↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)