მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო

სასაფლაო თბილისში

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსაქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ძმათა სასაფლაო მუხათგვერდში, თბილისი. სასაფლაო შეიქმნა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალიცაა. მთავრობის შესაბამისი დადგენილების[1] საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2009 წლის 21 იანვარს გამოაცხადეს კონკურსი ძმათა სასაფლაოს მოწყობის კონცეფციისა და საფლავის ტიპური ფორმის პროექტზე.[2][3], რომელშიც გამარჯვებული 25 თებერვალს გამოვლინდა, გაიმარჯვა არქიტექტორების მამა-შვილი ხმალაძეების პროექტმა.[4][5] კონკურსში მონაწილეობის სურვილი თავიდან 38 პირმა გამოთქვა, ნამუშევარი კი მხოლოდ 24-მა კონკურსანტმა წარმოადგინა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, გამარჯვებული პროექტის ვიზუალიზაცია
მემორიალის გახსნა, 2009.
ტერიტორიული ადგილმდებარეობა, 2009.

სასაფლაო მემორიალით გაიხსნა 2009 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები, ასევე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების მშობლები და ახლობლები.[6][7]

2010 წლის 4 აგვისტოს სასაფლაოს მიმდებარედ გაიხსნა აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებული ეკლესია[8][9].

არქიტექტურა

რედაქტირება

სასაფლაოს ტერიტორია გეგმაში წაგრძელებულ მართკუთხა ტრაპეციას წარმოადგენს, რომელიც პროექტით ჯვრის სახით, ოთხ ნაწილად იყოფა ქვაფენილი ბილიკებით. საფლავებს, მხოლოდ ერთი მეოთხედი უკავიათ, ტერიტორიის დანარჩენი კი გაზონია. ცენტრში, წრიულ ფორმაში მარადიული ცეცხლია, რომელსაც ოთხი მხრიდან ხუთჯვრიანი კომპოზიციის, წრიული ვარჯის მქონე ხეები იცავენ. ტერიტორია გრძელი მხარებიდან შემოსაზღვრულია კვიპაროზების ხეივანით, ერთი ბოლო გახსნილი, ხოლო მერე ბოლოში (ტრაპეციის სწორ გვერდთან) მოთავსებულია უშუალოდ მემორიალი, ბრუტალური სამკუთხა პრიზმის სახით, რომელიც შუაზეა გაყოფილი ქართული ტაძრის სილუეტით და დგას მწვანე კვარცხლბეკზე. მემორიალთან აღმართულია 3 შტანდარტი სახელმწიფო დროშით ზედ. ტიპური საფლავები თეთრი ბეტონის კვადრების სიბრტყეში, გაზონის სწორკუთხედებათაა ჩაჭრილი. საფლავთა შავ ლაბრადორის ქვებს, თავზე მემორიალის ფორმის თეთრი ბეტონის ქუდები ადევთ, წმინდა ნინოს ჯვრის ფორმის ჭრილებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „დაღუპულ მეომართა მემორიალი“ (pdf). „სტილი“ (ქართული და ინგლისური). „ომეგა თეგი“ (№32): 34–37. 2009. ISSN 1987-5355.[მკვდარი ბმული]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს მთავრობის განკარგულება N24. საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები. საქართველოს მთავრობა (15 იანვარი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.[მკვდარი ბმული]
  2. კონკურსი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მოწყობის კონცეფციისა და საფლავის ტიპური ფორმის პროექტზე. სიახლეების არქივი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (22 იანვარი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.
  3. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მოწყობის კონცეფციის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. ქართული პრესის კომპიუტერული არქივი, მედიანიუსი. გაზეთი „ახალი თაობა“ (23 იანვარი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.[მკვდარი ბმული]
  4. გამარჯვებული გამოვლინდა. სიახლეების არქივი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (25 თებერვალი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.
  5. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მომწყობთა კონკურსში მამა-შვილ ხმალაძეების პროექტმა გაიმარჯვა. სიახლეების არქივი. საინფომაციო სააგენტო პირველი (25 თებერვალი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.[მკვდარი ბმული]
  6. მუხათგვერდის სამხედროთა მემორიალი გაიხსნა. სიახლეების არქივი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (26 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.
  7. მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გახსნა. ახალი ამბები > პოლიტიკა. 1 არხი (26 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-26.[მკვდარი ბმული]
  8. ეკლესიის გახსნა. მთავარი / სიახლეები / ახალი ამბები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (04 აგვისტო 2010 18:40). ციტირების თარიღი: 2010-08-07.
  9. „მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა“. ახალი ამბები > საზოგადოება. 1 არხი. 2010-08-04 (16:16:05). ციტირების თარიღი: 2010-08-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)