პიედესტალი
(გადამისამართდა გვერდიდან კვარცხლბეკი)
პიედესტალი (ფრანგ. piédestal < იტალ. piedistallo < piede — „ფეხი“ და stallo — „ადგილი“), პოსტამენტი ან კვარცხლბეკი — საფუძველი, რომელზედაც დგამენ სკულპტურულ ნამუშევარს (ქანდაკება, ჯგუფი, ბიუსტი) ან ლარნაკს, სვეტს, ობელისკსა და ა. შ. პიედესტალი შეიძლება იყოს გეომეტრიულად სწორი (ჩვეულებრივ, არქტიექტურულ ორდერული ელემენტებით ან სკულპტურული რელიეფით შემკული) ან ნებისმიერი (ბუნებრივი, დაუმუშავებელი ქვის სახით) ფორმისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 56.