აკიბის ქედი
ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინ
აკიბის ქედი[1] — ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდ. ღალიძგის ზემო დინების და მდინარე ენგურის აუზების წყალგამყოფზე. ჩრდილოეთით გადაჭიმულია მდ. ლარაკვაკვამდე (ენგურის მარჯვენა შენაკადი), სამხრეთით - მდინარე ოქუმის სათავეებამდე. უმაღლესი მწვერვალია აკიბა (2811 მ). აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებით. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. თხემურ ზოლში ალპური, ქვემოთ კი სუბალპური მდელოებია, უფრო დაბლა წიწვიანი და ფართოფოთლიანი ტყეებია.
აკიბის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′34″ ჩ. გ. 41°54′49″ ა. გ. / 42.876222° ჩ. გ. 41.913861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | აკიბა |
სიმაღლე | 2811 მ |
ამგებელი ქანები | პორფირიტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 81.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.