ოქუმი
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ოქუმი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1650 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 559 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ოქტომბერსა და იანვარში. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 26,5 მ³/წმ. უმთავრესი შენაკადებია: დიდი ერისწყალი (მარცხენა), ოხოჯა, წარჩე (მარჯვენა).
ოქუმი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
მარჯვენა შენაკადები | ოხოჯა, წარჩე |
მარცხენა შენაკადები | დიდი ერისწყალი |
სათავე |
კოდორის ქედის სამხრეთ კალთა 42°48′47″ ჩ. გ. 41°51′19″ ა. გ. / 42.813278° ჩ. გ. 41.855306° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1650 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 42°37′19″ ჩ. გ. 41°30′05″ ა. გ. / 42.621944° ჩ. გ. 41.501472° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 56 კმ |
აუზის ფართობი | 559 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 26,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 618.