გომარეთის პლატო
გომარეთის პლატო, ზურტაკეტის პლატო — ვულკანური პლატო სამხრეთ საქართველოს ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდინარე შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) აუზში. დასავლეთით ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდილოეთით - კვირიკეთის ქედი, აღმოსავლეთით - ხრამის ხეობა, სამხრეთით - ლუკუნის მასივი. სიმაღლე 1200-1600 მ. აგებულია პლეისტოცენური დოლერიტული ლავებითა და მათთან გენეტიკურად დაკავშირებული ტბიურმდინარეული ნაფენებით, რომლებშიც მოქცეულია განამარხებული ნიადაგის ჰორიზონტები. დასერილია მდინარე შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებით და ხეობებით, რომელთა სიღრმეა 10-500 მ. ფერდობებზე გამოქვაბულებია. პლატოს ზედაპირი უტყეოა, ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 88.