შავნაბადა (სამსრის ქედი)
შავნაბადა — ვულკანური მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე, მწვერვალებს თავკვეთილსა და დასავლეთ ქოროღლს შორის. შავნაბადას აქვს ორი კონუსი. ჩრდილოეთი კონუსი უფრო მაღალია (2929 მ) და უკრატერო. სამხრეთ კონუსს (2800 მ) მკაფიოდ გამოხატული კრატერი აქვს. აგებულია მეოთხეული ანდეზიტებით.
შავნაბადა | |
---|---|
![]() შავნაბადა (ჩრდილოეთი კონუსი), ხედი სოფ. ტაბაწყურიდან | |
კოორდინატები: 41°37′31″ ჩ. გ. 43°42′15″ ა. გ. / 41.62528° ჩ. გ. 43.70417° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2929 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 675.