თავკვეთილი
თავკვეთილი — ვულკანური მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. სიმაღლე 2583 მ. აგებულია ახალგაზრდა ანდეზიტური და ანდეზიტ-დაციტური ლავებით. თავკვეთილის კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპური მდელოებით, ზემოთ — ალპური მდელოებით. მთაზე აქა-იქ არის კარკალი და პატარა ტბა.
თავკვეთილი | |
---|---|
![]() თავკვეთილი, ხედი სოფ. ტაბაწყურიდან | |
კოორდინატები: 41°40′52″ ჩ. გ. 43°43′17″ ა. გ. / 41.68111° ჩ. გ. 43.72139° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2583 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 569.