ახალქალაქის პლატო
ახალქალაქის პლატო[1] — პლატო სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. შემოფარგლულია თრიალეთის, სამსრის, ჯავახეთისა და ნიალისურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით. ზღვის დონიდან 1500-2000 მ აგებულია ქვედამეოთხეული დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. დაფარულია მთის შავმიწა ნიადაგითა და სტეპის მცენარეულობით. პლატოზე გაშენებულია ქ. ახალქალაქი, დაბა ნინოწმინდა, სოფლები: ბარალეთი, კუმურდო, ხიზაბავრა და სხვა.
ლიტერატურარედაქტირება
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 97, თბ., 1977 წელი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 20, თბ., 1987.