ფარავანი (მდინარე)
ფარავანი, ახალქალაქისწყალი[1], ჯავახეთის მტკვარი — მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის რაიონებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ2. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმწირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.
ფარავანი | |
---|---|
![]() მდინარის ხედი ხერთვისის ციხიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | ფარავნის ტბა |
სიგრძე | 74 კმ |
აუზის ფართობი | 2352 კმ² |
![]() | |
![]() |
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფარავანი“ ვიკისაწყობში.
- ი. აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 20, თბ., 1987.