საღამოს ტბა

ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საღამო (მრავალმნიშვნელოვანი).

საღამოს ტბატბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², საშუალო სიღრმე 1,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 2,3 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ².[2]

საღამოს ტბა
საღამოს ტბა და მდინარე ფარავანი
საღამოს ტბა და მდინარე ფარავანი
კოორდინატები: 41°18′19″ ჩ. გ. 43°44′30″ ა. გ. / 41.305417° ჩ. გ. 43.741806° ა. გ. / 41.305417; 43.741806
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1996 
ფართობი 4,8 კმ²
მოცულობა 0,0077 კმ³
საშუალო სიღრმე 1,6 
მაქსიმალური სიღრმე 2,3 
აუზის ფართობი 528 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ფარავანი
გამომდინარე მდინარე ფარავანი
საღამოს ტბა — საქართველო
საღამოს ტბა
საღამოს ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
საღამოს ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

უკავია სამკუთხედი ფორმის ქვაბულის დადაბლებული ნაწილი, რომელიც ყველა მხირდან შემოზღუდულია ვულკანური ამაღლებებით. ტბის წყალშემკრები აუზი მდებარეობს სამსრის ქედის აღმოსავლეთ და ჯავახეთის ქედის დასავლეთ ფერდობებზე. ანდეზიტებით აგებული ტბის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები მაღალი, ციცაბო და ჩამონგრეულია. ჩრდილოეთიდან ტბისკენ დამრეცად ეშვება ვულკანური შემაღლება, რომელიც არ ქმნის მაღალ ნაპირს.[2]

ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. ფსკერის რელიეფი ძირითადად ბრტყელია და მარტივი. გეგმაში აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული ტრაპეციის ფორმა. ტბის აუზში მდინარეთა ქსელი სუსტადაა განვითარებული. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი, რომლის საშუალებითაც საღამოს ტბა დაკავშირებულია ფარავნის ტბასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური — სექტემბერში. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4 °C. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს. მაქსიმალური ამპლიტუდა უდრის 81 სმ-ს.[2]

საღამოს ტბის გენეზისის შესახებ რამდენადმე განსხვავებული აზრი არსებობს. ადრინდელ მკვლევრებს იგი კრატერად მიაჩნდათ. პროფესორი ლევან მარუაშვილი მას განიხილავს როგორც ეროზიული ხეობის ლავებით გადაკეტვის შედეგად წარმოშობილს. საყურადღებოა, რომ აკადემიკოსი ნიკოლოზ სხირტლაძე საღამოს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის გასწვრივ ატარებს ტექტონიკური წყვეტის ხაზს. ამჟამად საღამოს ტბა ტექტონიკური წარმოშობის ტბად მიიჩნევა.[3]

საღამოს ტბაზე წყლის ჰიდროქიმიური რეჟიმის შესწავლა 1937–48 წლებში ფრაგმენტულად მიმდინარეობდა, 1948 წლიდან 80-იან წლებამდე კი მუდმივად. საღამოს ტბის წყალი საშუალო ტუტე რეაქციისაა. საღამოს ტბაში აზოტის შემცველობა აღემატება ფოსფორისას, ანუ, მალიმიტირებელია აზოტი, ხოლო პირველად პროდუქციაში ჭარბობს ფოსფორი.[4]

ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები — 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული. 3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ეკლესია — საღამოს ეკლესია, რომელსაც მინიჭეული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[5]

საღამოს ტბა მდიდარია თევზით. სარეწაო მნიშვნელობისაა. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 152.
  2. 2.0 2.1 2.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. საქართველოს კლიმატურ და ჰიდროლოგიურ ელემენტთა შესწავლისათვის: კრებული. თბ., 1966. გვ. 112-130
  4. ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები. თბ., 2016. ტ. 25.
  5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ