ნიკოლოზ სხირტლაძე

ქართველი გეოლოგი

ნიკოლოზ ივანეს ძე სხირტლაძე (დ. 25 აგვისტო [ ძვ. სტ. 12 აგვისტო] , 1911, სოფელი მრავალძალი (მთისკალთა) ონის მუნიციპალიტეტი — გ. 2006, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადამიის წევრ-კორესპონდენტი (1974). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973). სკკპ წევრი 1947 წლიდან.

ნიკოლოზ სხირტლაძე
დაბ. თარიღი 12 (25) აგვისტო, 1911
დაბ. ადგილი მრავალძალი (ონის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2006
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა თსუ და იქვე დაიწყო მუშაობა; 1960 წლიდან მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრის გამგეა.

1941–1960 და 1978–1979 წლებში მუშაობდა აგრეთვე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში (1951-60 იყო ლითოლოგიის განყოფილების, ხოლო 1978-79 წლებში ვულკანოლოგიის განყოფილების გამგე).

ნიკოლოზ სხირტლაძის მოღვაწეობის მთავარი სფეროა: პეტროლოგია, პალეოვულკანოლოგია, ლითოლოგია და მინერალოგია.

განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ვულკანოლოგიის დარგის განვითარებაში. მან მრავალრიცხოვანი შრომები უძღვნა ვულკანოლოგიის კარდინალურ საკითხებს. მისი ფუნდამენტური მონოგრაფია — „საქართველოს პალეოგენის შემდგომი ეფუზური ვულკანიზმი“, აქვს დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ჩვენი პლანეტის აქტიური სარტყლების ვულკანიზმის ზოგადი სურათის თვალსაზრისითაც. ნიკოლოზ სხირტლაძის შრომებში გამოირკვა ზოგიერთი ვულკანური წყების ზუსტი თარიღები, რომელთა ასაკი დიდი ხნის განმავლობაში სადავო იყო.

მან გამოიკვლია და პალეონტოლოგიურად დაათარიღა ძველი ზედაპალეოზოური და იურული ვულკანური პროდუქტები. დიდი წვლილი შეიტანა მინერალოგიის დარგში. მან შეისწავლა საქართველოში არსებული სხვადასხვა თიხების მინერალოგიური შედგენილობა, დაადგინა რომ ზოგი მათგანი ბენტონიტურია და პრაქტიკულად დიდად ღირებულია. მან პირველმა საქართველოში აღმოაჩინა იშვიათი მინერალი — პექტოლიტი. ფართოდ მუშაობდა ასევე ცეოლითების კვლევის საქმეში და შესაბამისად არაერთი საყურადღები ნაშრომი უძღვნა ამ საკითხს. ფუნდამენტური გამოკვლევები ჩაატარა ლითოლოგიის დარგში. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა ძირულის მასივის ლიასური ნალექების ლითოლოგიას, ხოლო შემდგომ, საქართველოს შუაიურული ნახშირიანი წყლების ლითოლოგიას.

ფართოდ არის ცნობილი მისი სახელმძღვანელო „პეტროგრაფია-მინერალოგიის საფუძვლებით“ (1970,1984) ნიკოლოზ სხირტლაზე არის 170-ე მეტი ნაბეჭდი შრომის შრომის ავტორი. მათ შორის 9 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო.

დაჯილდოებულია მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • დასავლეთ საქართველოს ტეშენიტური ფორმაცია. 1943;
  • Постпалеогеновый эффузивый вулканизм Грузии, ТБ., 1958.

ლიტერატურა

რედაქტირება