პექტოლიტი (Pectolite) — ჰიდროქსიდის ნატრიუმ-კალციუმის სახის მონაცისფრო-მოთეთრო მინერალი. ქიმიური შედგენილობა: NaCa2Si3O8 (OH). კრისტალდება ტრიკლინურ (ან მონოკლინურ) სინგონიაში. სიმკვრივე 2,7-2,9. სიმაგრე 5,0-5,5. ფერი ნაცრისფერი ან თეთრი. შედგება კაჟის, კირის, ნატრიუმისა და წყლისაგან. სიმაგრე მოოსის სკალის მიხედვით 4,5-იდან 5-მდე. ძვირფასი ქვების სახესხვაობა.

პექტოლიტი
საერთო
კატეგორიასილიკატის კლასის მინერალი
იდენტიფიკაცია
ფერიმონაცისფრო-მოთეთრო
კრისტალის სინგონიატრიკლინური ან მონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით5,0-5,5

პირველად პექტოლიტი აღწერეს იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში, 1828 წელს. ბერძნულად „pektos“ – კომპაქტური და „lithos“ – ქვა.[1][2] გვხვდება როგორც მეორეული მინერალი ბაზალტის სიცარიეელებში, ცეოლითებთან, კალციტებთან და პრენიტთან. პექტოლიტი გავრცელებულია გერმანიაში, იტალიაში, შოტლანდიაში, აშშ-ში. საქართველოში პექტოლიტი 1966 წელს აღმოაჩინა და აღწერა გეოლოგმა ნიკოლოზ სხირტლაძემ.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mindat w/ localities
  2. Webmineral
  3. ნიკოლოზ სხირტლაძე. ბიობიბლიოგრაფია. მეცნიერება, თბილისი., 2004. გვ. 11.