ჰიდროქსიდი
ჰიდროქსიდები (ჰიდროჟანგები) ეს არის ქიმიური ელემენტების ოქსიდების ნაერთები წყალთან. ცნობილია თითქმის ყველა ქიმიური ელემენტის ჰიდროქსიდი; ზოგიერთი მათგანი ბუნებაში მინერალის სახით გვხვდება.
ჰიდროქსიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ჰიდროქსიდი |
ქიმიური ფორმულა | OH− |
მოლური მასა | 17.007 გ/მოლი |
ჰიდროქსიდი — ქიმიაში, ეს არის ორ ატომიანი იონი OH−, რომელიც შედგება ჟანგბადისა და წყალბადისაგან. როგორც წესი მიიღება ფუძეების დისოციაციის მეთოდით. ჰიდროქსიდი არის ერთ ერთი უმარტივესი მრავალატომიანი იონი.
კლასიფიკაცია
რედაქტირებაიმისდა მიხედვით თუ როგორი ტიპისაა შესაბამისი ოქსიდი ფუძე, მჟავა თუ ამფოტერული განასხვავებენ:
- ფუძე ჰიდროქსიდები (ფუძე) - ჰიდროქსიდები, რომლებიც ამჟღავნებენ ფუძის თვისებები (მაგალითად, კალციუმის ჰიდროქსიდი Ca(ОН)2, კალიუმის ჰიდროქსიდი KOH, ნატრიუმის ჰიდროქსიდი NaOH და სხვა.);
- მჟავა ჰიდროქსიდები (ჟანგბადიანი მჟავეები) — ჰიდროქსიდები რომლებიც ამჟღავნებენ მჟავა თვისებებს (მაგალითად, აზოტმჟავა HNO3, გოგირდმჟავა H2SO4, გოგირდოვანი მჟავა H2SO3 და სხვა.)
- ამფოტერული ჰიდროქსიდები, პირობებიდან დამომდინარე ზოგჯერ ფუძე თვისებებს ამჟღავნებენ ზოგჯერ მჟავის თვისებებს. (მაგალითად, ალუმინის ჰიდროქსიდი Al(ОН)3, თუთიის ჰიდროქსიდი Zn(ОН)2).
ტერმინი «ჰიდროქსიდი» ხშირად გამოიყენება მხოლოდ ფუძე ან ამფოტერული ჰიდროქსიდების მიმართ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 655.