კალციუმის ჰიდროქსიდი

კალციუმის ჰიდროქსიდი ან კალციუმის ტუტე (Ca(OH)2) — რთული არაორგანული ნივთიერება, რომელიც შედგება კალციუმის ატომთან დაკავშირებული ორი ჰიდროქსიდ ჯგუფისგან. იგი თეთრი, არაგამჭვირვალე ნივთიერებაა, რომელიც წყალში მცირედ ხსნადობით ხასიათდება. მისი წყალხსნარი ადვილად ურთიერთქმედებს ჰაერის ნახშირორჟანგთან (CO2) და წარმოქმნის კარბონატებს, ნახშირმჟავას მარილებს.

კალციუმის ჰიდროქსიდი
კალციუმის ჰიდროქსიდი: ქიმიური ფორმულა
კალციუმის ჰიდროქსიდის კრისტალური სტრუქტურა__ Ca2+     __ OH
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაკალციუმის ჰიდროქსიდი
ტრადიციული სახელწოდებაკალციუმ(II)-ის ჰიდროქსიდი
კალციუმის ჰიდრატი
კალციუმის დიჰიდრატი
ქიმიური ფორმულაCa(OH)2
მოლური მასა74.093 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე2.211 [1] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა550 [1] °C
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.)−987[2] კჯ/მოლი

ინდიკატორებთან ურთიერთქმედება

რედაქტირება

კალციუმის ჰიდროქსიდი, ისევე როგორც ყველა ტუტე, ინდიკატორებთან ურთიერთქმედებს. იგი იისფერ ლაკმუსში ლურჯ ფერს იღებს, უფერო ფენოლფთალეინში ჟოლოსფერი ხდება, მეთილნარინჯში ყვითლდება, ხოლო ინდიგო კარმინში მწვანე ფერს იღებს.

ქიმიური თვისებები

რედაქტირება
  • კალციუმის ჰიდროქსიდი აქტიურად ურთიერთქმედებს მჟავებთან, მიიღება კალციუმის მარილი და წყალი:
Ca(OH)2 + H2SO4 → CaSO4 + H2O
  • აღნიშნული ტუტე ურთიერთქმედებს მჟავა ოქსიდებთან, მიიღება შესაბამისი მარილი და წყალი:
Ca(OH)2 + CO2 → CaCO3 + H2O
  • კალციუმის ჰიდროქსიდი ურთიერთქმედებს ისეთი მეტალის მარილებთან, რომლის ფუძეებიც წყალში უხსნადები არიან:
Сa(OH)2 + CuSO4 → Cu(OH)2 + CaSO4
  • კალციუმის ოქსიდის წყალთნ ურთიერთქმედებით[3], ამ მეთოდს გავრცელებულად იყენებენ სოფლის მეურნეობაში, ეგრეთ წოდებული ჩაუმქრალი კირის (კალციუმის

ოქსიდის) წყალთან ურთიერთქმედებით იღებენ ჩამქრალ კირს (კალციუმის ოქსიდს), რომელსაც ხეების დასაცავად იყენებენ:

СaO + H2O → Ca(OH)2
  • კალციუმის წყალთან ურთიერთქმედებით:
Ca + H2O → Ca(OH)2+H2O
  • კალციუმის კარბიდის წყალთან ურთიერთქმედებით:
CaC2 + H2O → Ca(OH)2+C2H2
  • კალციუმის ჰიდრიდის წყალთან ურთიერთქმედებით:[4]
CaH2 + H2O → Ca(OH)2+H2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Datenblatt Calciumhydroxid (PDF) bei Merck, abgerufen am 4. April 2012.
  2. Zumdahl, Steven S. (2009). Chemical Principles 6th Ed.. Houghton Mifflin Company, გვ. A21. ISBN 0-618-94690-X. 
  3. Georg Brauer (Hrsg.), unter Mitarbeit von Marianne Baudler u. a.: Handbuch der Präparativen Anorganischen Chemie. 3., umgearbeitete Auflage. Band II, Ferdinand Enke, Stuttgart 1978, ISBN 3-432-87813-3, S. 926.
  4. Roland Pfestorf,Heinz Kadner; Chemie: Ein Lehrbuch für Fachhochschulen, S. 368; ISBN 978-3817117833.