პეტროლოგია (ბერძ. pétros — ქვა და logos — მოძღვრება) — მეცნიერება მაგმური და მეტამორფული ქანების შესახებ. სწავლობს მათ ქიმიურ და მინერალოგიურ შედგენილობას, სტრუქტურასა და ტექსტურას, განლაგების პირობებსა და გავრცელების კანონზომიერებებს. პეტროლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული მინერალოგიასთან, გეოქიმიასთან, კოსმოქიმიასთან, ვულკანოლოგიასთან, პლანეტოლოგიასთან, ტექტონიკასთან, სტრატიგრაფიასთან და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიასთან.

განასხვავებენ: მაგმატურ პეტროლოგიას, რომელიც იკვლევს კრისტალურ ქანებს და მეტამორფულ პეტროლოგიას, რომელიც შეისწავლის ტექტონიკურ ქანებს.

ქანების კვლევის დროს იყენებენ კრისტალთოპტიკურ, რენტგენოსკოპიულ, ანალიზური ქიმიის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს. ყოფილ სსრკ-ში ზოგი მკვლევარი, მაგალითად, ფრანც ლევინსონ-ლესინგი თვლიდა, რომ პეტროლოგია და პეტროგრაფია როგორც ტერმინები ერთიმეორისათვის სინონიმებია. სხვები, მაგალითად, ალექსანდრე ზავარიცკი) მიიჩნევდა, რომ პეტროლოგია მხოლოდ ქანების აღმწერი მეცნიერებაა.

საბოლოოდ პეტროლოგია გამოეყო პეტროგრაფიას, როგორც მეცნიერება მაგმურ ქანების შესახებ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება