საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საღამო (მრავალმნიშვნელოვანი).

საღამოსოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, განძანის თემში. მდებარეობს საღამოს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სოფელ საღამოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია.

სოფელი
საღამო

საღამოს ტბა და მდინარე ფარავანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი განძანი
კოორდინატები 41°18′46″ ჩ. გ. 43°45′32″ ა. გ. / 41.313000° ჩ. გ. 43.759000° ა. გ. / 41.313000; 43.759000
ცენტრის სიმაღლე 1986 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 153[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)

საღამოს ეკლესიები

რედაქტირება

საღამოს ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული.

3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.

თლილი ქვით ნაგები მეორე ეკლესიაც დარბაზულია. მიეკუთვნება XIII საუკუნეს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია.

მესამე სამხრეთის ეკლესიაც XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული.

მთაზე აღმართული ეკლესია განვითარებული შუა ხანებისაა. იგი ძლიერ დანგრეულია.

დავით მეფეთა მეფის (1247-1270) წარწერა საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს:

 
„ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით“

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.