განძანი

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

განძანისოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (განძანი, საღამო). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით, მდინარე მდინარე ფარავნის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 2020 მ. ნინოწმინდიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

სოფელი
განძანი

სოფლის კულტურის სახლი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი განძანი
კოორდინატები 41°20′55″ ჩ. გ. 43°44′56″ ა. გ. / 41.34861° ჩ. გ. 43.74889° ა. გ. / 41.34861; 43.74889
ცენტრის სიმაღლე 2020
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2558[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
განძანი — საქართველო
განძანი
განძანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
განძანი
განძანი — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
განძანი

განძანი სოფლის ისტორიული სახელია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის შედგენის დროს განძანი და, საერთოდ, აკშეჰირის ნაჰიჲეს ამ მონაკვეთზე რიგი სოფლებისა გაუკაცრიელებულია. 1847 წლის არქივისეულ ერთ საბუთში განძანში, როგორც შედარებით ახალ გაშენებულ სოფელში, 28 კომლია აღრიცხული. საბჭოთა პერიოდში განძანის სასოფლო საბჭოში შედიოდა აგრეთვე სოფლები ფოკა და ვლადიმიროვკა. სოფელში მოქმედებდა მეხორცეობა-მერძევეობის მეურნეობა.

განათლება და კულტურა

რედაქტირება

სოფელში დგას ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი. ყოველი ივლისის ბოლო კვირას აღინიშნება ვაჰან ტერიანის პოეზიის დღე. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია საკმაოდ კარგად შენახული XIV საუკუნის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლის შალვას მიერ აშენებული ორი ქართული ეკლესია. ორივე ეკლესია ერთნავიანია, ნაშენია თლილი ქვით, გადახურულია ორფერდა სახურავით, აქვს თითო კარი სამხრეთიდან. ეკლესიებზე შემორჩენილია ორ-ორი ასომთავრული წარწერა. როგორც წარწერებიდან ჩანს, ეკლესიები აშენებულია ნიკოლასძეთა მიერ. განძის ზედა ეკლესიის წარწერა ივანე როსტომაშვილს სრულად უნახავს, მაგრამ შემდეგ ვიღაცას დაუზიანებია. ზედა ეკლესიას აქვს მეორე წარწერაც, რომელიც შედარებით მაღლაა და უკეთ შენახულა. მეორე, ქვედა ეკლესია შედარებით მომცრო ზომისაა, ორი წარწერა აქვს. ეს ეკლესია ღვთიმშობლის სახელობისაა. მის ერთ წარწერაზე ვარსკვლავი ამოუხატიათ და ამოუშლიათ. ივანე როსტომაშვილის ცნობით ეკლესიებთან ერთად შემორჩენილი იყო ასევე ერთი ციხე.

სოფელში ასევე არის 1858 წელს აშენებული წმინდა კარაპეტის სახელობისა სომხური ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
  • ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 343.
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.