ნინოწმინდა

ქალაქი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).

ნინოწმინდაქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ნინოწმინდა ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ-ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ-ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ-ით.

ქალაქი
ნინოწმინდა

ქალაქის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°15′52″ ჩ. გ. 43°35′27″ ა. გ. / 41.26444° ჩ. გ. 43.59083° ა. გ. / 41.26444; 43.59083
ადრეული სახელები ბოგდანოვკა (1991 წლამდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1983
ცენტრის სიმაღლე 1940
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 5144[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 94,3 %
ქართველები 5,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 361[2]
საფოსტო ინდექსი 3400[3]
ნინოწმინდა — საქართველო
ნინოწმინდა
ნინოწმინდა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ნინოწმინდა
ნინოწმინდა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდა

გეოგრაფია რედაქტირება

ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — ხანგრძლივი და გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატუა — 10,6 °C, აგვისტოს 13,1 °C. ნალექები 733 მმ წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 100 დღე.

ისტორია რედაქტირება

სოფელი 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა და უწოდეს ბოგდანოვკა.[4] ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. 1991 წელს ეწოდა ნინოწმინდა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5144 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[5] 6944 -- --
2002[5]   6287 -- --
2014[1]   5144 2482 2662

რელიგია რედაქტირება

ნინოწმინდაში მოქმედებს სუბ-სარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ეკლესია ექვემდებარება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

ნინოწმინდაში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია. 2001 წლიდან ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.

განათლება და ჯანდაცვა რედაქტირება

ქალაქში მოქმედებს ერთი კერძო საბავშვო ბაღი. ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. ქალაქში 4 საჯარო სკოლაა. ქალაქში მოქმედებს ერთი პოლიკლინიკა.

კულტურა და სპორტი რედაქტირება

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ნინოწმინდის სახალხო თეატრი, კინოკლუბი, საბრძოლო დიდების მუზეუმი და სპორტული სკოლა.

2009 წელს ნინოწმინდასა და პოლონეთის ქალაქ გოსტინს შორის გაფორმდა დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. ხუციშვილი ლ., პაპუაშვილი ნ., დუხობორები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 276, ISBN 978-9941-0-0902-0.
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.