ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)

ვლადიმიროვკასოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ფოკის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ვლადიმიროვკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ფოკა
კოორდინატები 41°24′51″ ჩ. გ. 43°46′23″ ა. გ. / 41.41417° ჩ. გ. 43.77306° ა. გ. / 41.41417; 43.77306
ცენტრის სიმაღლე 2090
მოსახლეობა 137[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები (97,8 %), უკრაინელები (1,5 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ვლადიმიროვკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს ფარავნის ტბის ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მ სიმაღლეზე, ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 35 კილომეტრით. 2014 წლის მონაცემებით სოფელ ვლადიმიროვკის მოსახლეობა შეადგენს 137 ადამიანს.[1]

სოფელი ვლადიმიროვკა დააარსეს 1841 წელს ახალქალაქის მაზრაში რუსეთის იმპერიის მთავრობის მიერ ჩამოსახლებულმა დუხობორებმა, რომლებიც აქ 1990-იანი წლების დასაწყისამდე ცხოვრობდნენ. შემდეგ მათი ადგილი დაიკავეს ეშტიიდან და ფოკიდან გადმოსულმა სომხებმა. დუხობორების გადმოსახლებამდე ამ ადგილს ბობლიკანს ან პუბლიკანს უწოდებდნენ.

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 0,5 კმ-ზე, გორაკზე, შემორჩენილია ნასოფლარი — მშრალი წყობით ნაგები მცირე სიმაგრე, ჯვრებიანი და მშვილდოსანი კაცის გამოსახულებიანი საფლავის ქვები, 1,1 მ სიმაღლის მენჰირი, იქვეა ნაეკლესიარიც (შემორჩენილია ტრაპეზის ქვა). ეს უნდა იყოს XI საუკუნის მეორე მეოთხედში მელქისედეკ კათოლიკოსის მიერ დაარსებული სოფელი მახაროვანი, რომელსაც იხსენიებს „მატიანე ქართლისა“, ბაგრატ კურაპალატის გუჯრის ნაწყვეტი (1040 წ.) და „დაწერილი მელქისედეკ კათოლიკოსისა სვეტიცხოვლისადმი“ (აქ გვხვდება მახარონის ფორმით; 1029-1033 წწ.). გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის (1595) მიხედვით ფარავნისპირა სოფელი მახარო უკვე გაუკაცრიელებული ყოფილა. გეოგრაფიული პუნქტი „მახარა“ დატანილია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.). ამ ადგილებიდან მიდიოდა ძველი გზა სოფელ აბულისაკენ, გზის ორსავე ნაპირზე ყორღანები ჩანს. აბულის ციხის ჩრდ-ით გამავალი ეს გზა აღნიშნულია რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის (ახ. წ. IV ს.) რუკაზე.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 174[2]
2014 137[1]  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. III, თბ., 1958. — გვ. 250, 351.
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი, თბ., 1985.
  • ბერიძე მ., ჯავახეთი (ტოპონიმიკური ანალიზი), თბ. 1992. — გვ. 116.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21695
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.