ტექტონიკური ტბა
ტექტონიკური ტბა — ბუნებრივი წარმოშობის ტბა, რომელიც მოქცეულია ტექტონიკურ ღრმულში.[1] წარმოიქმნება დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად, ღრმულებსა და ტექტონიკურ ჩადაბლებებში. საქართველოში ტექტონიკური ტიპის ტბები ჩვეულებრივად დაკავშირებულია სინკლინურ ღრმულებთან. ტექტონიკური ტიპის ტბები უმეტესწილად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოშია გამოხატული. აღსანიშნავია: კარწახის ტბა, ბარეთის ტბა, ყაჯირის ტბა, ჯანდარის ტბა და სხვა. მაგალითად, ფარავნის ტბა შერეული გენეზისისაა და წარმოქმნილია ლავური ღვარების მიერ უფრო ადრე გაჩენილი ტექტონიკური ღრმულების გადაღობვით.[2]
დედამიწის უღრმესი ტბა ბაიკალი აგრეთვე ტექტონიკური წარმოშობისაა. დიდი ტექტონიკური ტიპის ტბებიდან მნიშვნელოვანია ტანგანიიკა, ტიტიკაკა, ნიასა, ისიქ-ქოლი, კიოგა, კივუს ტბა და სხვა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტექტონიკური ტბა — გეოლოგიური ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 64 თბ. 1964.