ბარეთის ტბა

ტბა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში

ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბატბა საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,34 კმ², აუზის ფართობი 9,3 კმ², საშუალო სიღრმე 0,82 მ, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ. მოქცეულია სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არ აქვს. მაქსიმალური დონეა გაზაფხულზე, მინიმალური ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.[2]

ბარეთის ტბა
კოორდინატები: 41°39′34″ ჩ. გ. 44°10′28″ ა. გ. / 41.6597028° ჩ. გ. 44.1745472° ა. გ. / 41.6597028; 44.1745472
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წალკის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1612 
ფართობი 1,34 კმ²
მოცულობა 0,0011 კმ³
საშუალო სიღრმე 0,82 
მაქსიმალური სიღრმე 1,3 
აუზის ფართობი 9,3 კმ²
ბარეთის ტბა — საქართველო
ბარეთის ტბა
ბარეთის ტბა — ქვემო ქართლი
ბარეთის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 32.
  2. აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 358.