ყაჯირის ტბა
ტბა საქართველოში, კახეთის მხარეში
ყაჯირის ტბა — გაუდინარი მლაშე-მწარე შრობადი ტბა საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგანზე, ჩობანდაღის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს, ჩათმის ტაფობში, ზღვის დონიდან 420 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 2,13 კმ².[2] სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 2,0 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1,5 კმ. ტექტონიკური წარმოშობისაა.[3] უკავია სინკლინური დეპრესია.[4] აუზისთვის დამახასიათებელია ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი. აღმოსავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებული ტბა გეგმაში ოვალური ფორმისაა. ნაპირები სწორი, დაბალი და დამრეცია. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. ზაფხულში მისი დიდი ნაწილი შრება და გლაუბერის და მაგნიუმის მარილის ფენით იფარება. წყალი რუხი ფერისაა. წყალმცენარეები და თევზი არ არის.[5] ამჟამად ტბა დამშრალია.
ყაჯირის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°18′46″ ჩ. გ. 45°46′05″ ა. გ. / 41.3127806° ჩ. გ. 45.7683306° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სიღნაღის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 420 მ |
სიგრძე | 2,0 კმ |
სიგანე | 1,5 კმ |
ფართობი | 2,13 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 188.
- ↑ ლევან მარუაშვილი. კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 2. თბ., 1981, გვ. 176
- ↑ ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964, გვ. 64
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975, ст. 43
- ↑ ე. დემეტრაშვილი. სიღნაღის რაიონი. გორი, 1953, გვ. 32