სამსარი
სამსარი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე. სიმაღლე 3285 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. კონუსის შიგნით 3 კმ დიამეტრის კალდერაა, რომლის ფსკერი მოფენილია ძველმყინვარული მორენული მასალითა და ყინვისმიერი გამოფიტვის ლოდებით, რომელთა შორის გაბნეულია პატარ-პატარა ტბები. სამსარის კალთაზე გვხვდება მყინვარული კარები. მთა აგებულია ძველმეოთხეული გიალოდაციტებით, მოკლებულია მთლიან მცენარეულ საფარს.
სამსარი | |
---|---|
მთის ხედი სამსრის ნამონასტრალიდან | |
კოორდინატები: 41°32′08″ ჩ. გ. 43°40′15″ ა. გ. / 41.53556° ჩ. გ. 43.67083° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3285 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
ლიტერატურარედაქტირება
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 33.