დიდი აბული
დიდი აბული — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე. სიმაღლე 3301 მ. აგებულია ძირითადად ნეოგენური ჰიალოდაციტებით. ჩამქრალი ვულკანია. ვულკანურ კონუსს სიძველისა და დიდი სიმაღლის გამო დაკარგული აქვს წესიერი ფორმა. დიდი აბულის კალთებზე გამომუშავებულია ძველმყინვარული ცირკები, მორენული ზვინულებითა და პატარა ტბებით. მთის უმეტესი ნაწილი შემოსილია ალპური მდელოებით. ფართოდაა განვითარებული პერიგლაციალური ლოდნარ-ღორღნარები.
დიდი აბული | |
---|---|
![]() დიდი აბული | |
კოორდინატები: 41°26′17″ ჩ. გ. 43°38′45″ ა. გ. / 41.43806° ჩ. გ. 43.64583° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3301 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 411–412.