თრიალეთი (დაბა)

დაბა საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თრიალეთი.

თრიალეთიდაბა საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (თრიალეთი, დაშბაში, კავთა). მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზე, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1500 მ, წალკიდან 7 კმ. თრიალეთზე გადის თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზა.

დაბა
თრიალეთი

გერმანული ეკლესია დაბა თრიალეთში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°32′36″ ჩ. გ. 44°06′37″ ა. გ. / 41.54333° ჩ. გ. 44.11028° ა. გ. / 41.54333; 44.11028
ადრეული სახელები ალექსანდერსჰილფი, როზენბერგი, მოლოტოვო
ამჟამინდელი სტატუსი 1944
ცენტრის სიმაღლე 1500 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 565 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 82 %
სომხები 10 %
ბერძნები 6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 363[1]
საფოსტო ინდექსი 5300[2]
თრიალეთი (დაბა) — საქართველო
თრიალეთი (დაბა)
თრიალეთი (დაბა) — ქვემო ქართლი
თრიალეთი (დაბა)
თრიალეთი (დაბა) — წალკის მუნიციპალიტეტი
თრიალეთი (დაბა)

სოფელის სახელწოდება „ალექსანდერსჰილფი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Александерсгильфъ“ (ალექსანდერსგილფი) სახით. XIX ს-ის პირველ ნახევარში აქ გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებიც აქ XX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ. 1944 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ამ პერიოდში მას როზენბერგი ერქვა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა, ტუბსაავადმყოფო.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 565 ადამიანს[3] დაბის ამჟამინდელ მოსახლეობას შეადგენენ ქართველები, სომხები და ბერძნები.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 [4] 7591
1970 [4]   1617
1979 [4]   1435
1989[4]   1239
2002[4]   322
2014[4]   565
2020[4]   615

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2013-12-05.
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org