მთავარი მენიუს გახსნა

დაშბაში, ტაშბაში (ისტორიული სახელი ახალქალაქი) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (თრიალეთის სადაბო თემი[2]). მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, წალკიდან 2,5 კმ. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 კაცი[3].

სოფელი
დაშბაში
დაშბაშის წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია.jpg
წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი დაშბაში
კოორდინატები 41°35′06″ ჩ. გ. 44°07′28″ ა. გ. / 41.58500° ჩ. გ. 44.12444° ა. გ. / 41.58500; 44.12444
ცენტრის სიმაღლე 1500
მოსახლეობა Decrease2.svg 295[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 93,5 %, ბერძნები 3 %, ქართველები 1,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაშბაში — საქართველო
დაშბაში
დაშბაში — ქვემო ქართლი
დაშბაში
დაშბაშის ჩანჩქერი

ისტორიარედაქტირება

სოფელის სახელწოდება „ტაშბაში“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე «Ташбашъ» სახით.

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

სოფელში არის ორი ეკლესია:

  • ერთი - წმ.გიორგისა, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა დაზიანებულია. გუნბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.
  • მეორე ეკლესია თლილი ქვით ნაგები უგუმბათო ერთკამარიანი შენობაა. საპირე ქვებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ლაპიდარული ტექსტების ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ ისიც რატი ერისთავთ-ერისთავის მმართველობის დროს აუგიათ. დაშბაშის ძველი ქართული სახელწოდებაა ახალქალაქი. აქ სხვადასხვა დროს თრიალეთის ერისმთავართა, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი იყო.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 408, თბ., 1978 წელი.
  • ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938
  • ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.), თბ., 1980, გვ., 243-248

სქოლიორედაქტირება