ოკუპირებული ტერიტორიები
ოკუპირებული ტერიტორიები — საერთაშორისო სამართლით აღიარებული ტერმინი. 1907 წლის ჰააგის მეოთხე კონვენციის 42-ე პუნქტის მიხედვით ოკუპირებულად ითვლება ტერიტორია, რომელიც იმყოფება მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ.[1]
2008 წლის 28 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად გამოცხადების შესახებ.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სახმელეთო ომის კანონები და ჩვევები (ჰააგის მეოთხე კონვენცია); 1907 წ. 18 ოქტომბერი დაარქივებული 2015-05-25 საიტზე Wayback Machine. . იალეს უნივერსიტეტის ვებ-საიტი (ინგლ.)
- ↑ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი/28 აგვ.'08.