კავკასიის ფრონტი
პირველი მსოფლიო ომი ნაწილი
თარიღი

24 ოქტომბერი, 1914 – 30 ოქტომბერი, 1918

(4 წელი და 6 დღე)
მდებარეობა სამხრეთი კავკასია, დასავლეთ სომხეთი
შედეგი მუდროსის ხელშეკრულება
ტერიტორიული
ცვლილებები
ახალი სახელმწიფოების შექმნა კავკასიაში
მხარეები
რუსეთის იმპერია (1914–17)


ამიერკავკასიის ფედერაცია (1918)



გაერთიანებული სამეფო (1918)
სომხეთი (1918)
ცენტრალური კასპიის დიქტატურა (1918)



გერმანიის იმპერია (1918)
საქართველო (1918)

ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ნიკოლოზ რომანოვი
ნიკოლაი იუდენიჩი


თომა ნაზარბეკიანი
ვასილ გაბაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი



ანდრანიკ ოზანიანი
არამ მანუკიანი
დრასტამატ კანაიანი
მოვსეს სილიკიანი
ლაიონელ დენსტერვილი



ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი

მეჰმედ ვეჰიბ-ფაშა
ძალები
1 000 000 308 660
კავკასიის ფრონტი ვიკისაწყობში

კავკასიის ფრონტიპირველი მსოფლიო ომის ნაწილი კავკასიაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოსმალეთის იმპერია და რუსეთის იმპერია. 1917 წლის რუსეთის რევოლუციების შემდეგ ომში ჩაერთვნენ რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოშობილი სახელმწიფოები ამიერკავკასიის ფედერაცია, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს რესპუბლიკები. სამხედრო კამპანიაში რუსეთის გამოთიშვის შემდეგ ასევე ჩაერთნენ გერმანიისა და ბრიტანეთის იმპერიები. საომარ მოქმედებათა ასპარეზზე პირველი მსოფლიო ომის დროს. კავკასიის კამპანია მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შეტევებს ზღვის რეგიონში ახორციელებდა.

1914-1917 წლები ომი ოსმალეთსა და რუსეთს შორის

რედაქტირება

1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთის იმპერიამ ოსმალეთს ომი გამოუცხადა.16 ნოემბერს ოსმალეთის არმია კონსტანტინოპოლის პირველი კორპუსის და ნაყოფებით ჭოროხის შესართავის სამხრეთით ბათუმის ოლქში შეიჭრა. ოსმალებმა აიღეს ქალაქები ართვინი და არტანუჯი და ბათუმსა და არტაანს დაემუქრნენ. მაგრამ ოსმალეთმა კატასტროფული მარცხი იწვნია იმავე წლის დეკემბერში სარიყამიშის ბრძოლაში, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

1915 წლის თებერვალსა და მარტში რუსეთმა კონტრშეტევები დაიწყო და უკან დაიბრუნა არტაანიი, ართვინი, ოლთუ და ხოფა და ბრძოლა მტრის ტერიტორიაზე გადაიტანა. რუსეთი 1916 წლის ზაფხულამდე აგრძელებდნენ შეტევას და აიღო ერზურუმი, ვანი, ერზინჯანი და ტრაპიზონი. რუსეთის იმპერიის წარმატებული შეტევის შედეგად რუსეთმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დადეს საიდუმლო საიქს-პიკოს შეთანხმება, რომლითაც გაინაწილეს ოსმალეთის ტერიტორიები.

1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის წარმატება ქვეყანაში მომხდარმა რევოლუციამ შეაჩერა. კავკასიის ფრონტი სტაგნაციაში შევიდა. რუსეთის კავკასიური არმია დატოვეს წარმატების ავტორებმა ნიკოლოზ რომანოვმა და ნიკოლაი იუდენიჩმა. ახალი სარდალი გენერალი პრჟევალსკი ამაოდ ელოდა ინსტრუქციებს სანქტ-პეტერბურგიდან. რუსეთის არმიამ დაიწყო თვითნებური ევაკუაცია და დაშლა. 1917 წლის მაისში ფრონტზე ჩამოყალიბდა დე-ფაქტო ზავი. 18 დეკემბერს ერზინჯანში ხელი მოეწერა დროებით ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

1918 წელი ოსმალეთის ომი ამიერკავკასიის ქვეყნებთან

რედაქტირება

1918 წლის 2 თებერვალს ოსმალეთის იმპერიამ ერზინჯანის ზავი დაარღვია და მე-3 არმიამ 45 - 50 000 ჯარისკაცით გენერალ მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას მეთაურობით ერზინჯანსა და ტრაპიზონზე გაილაშქრა. ფრონტზე რუსული არმია უკვე აღარ იდგა. ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია ახლად ფორმირებულმა 10 000 -იანი ქართულმა კორპუსმა, რომელსაც გენერალი ვასილ გაბაშვილი მეთაურობდა და 21-ათასიანმა სომხურმა კორპუსმა გენერალ თომა ნაზარბეკიანის მეთაურობით. ქართული ჯარის ნაწილები მიმოფანტული იყო ტრაპიზონს, არდასას, გუმიშჰანეს, ბათუმს, ახალციხესა და ქუთაისს შორის. ხოლო სომხური კორპუსი ამაგრებდა ფრონტის ხაზს ერზინჯანსა და ვანს შორის და, გარდა ამისა, წინააღმდეგობა უნდა გაეწია ოსმალეთის მე- 4 კავკასიური კორპუსისა და ქურთების არარეგულარული ნაწილების ერთდროული შემოტევისათვის. 1918 წლის თებერვალსა და მარტში ოსმალებმა ზედიზედ მოიგეს ბრძოლები ბრძოლაზე იგებდნენ. 15 მარტისათვის მათ ომამდელ საზღვარს მიაღწიეს.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ომს გამოეთიშა უკვე ბოლშევიკური რუსეთი. ოსმალეთმა მიიღო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ხელშეკრულება დადებულ იქნა ამიერკავკასიის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე და ის არ აღიარა ამიერკავკასიის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის სეიმმა, რის გამოც გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები ოსმალეთსა და ამიერკავკასიის ფედერაციას შორის. აპრილის შუაში ოსმალეთი აკონტროლებდა ყველა ტერიტორიას, რაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიიღო, მათ შორის ქალაქ ბათუმს, რომელიც ოსმალეთის 37-ე დივიზიამ 15 აპრილს ლაზებისა და აჭარის მილიციის დახმარებით აიღო. ჩოლოქის ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ოსმალებმა აიღეს ოზურგეთი. მაისის დასაწყისში ოსმალეთის მესამე არმიის მე- 5 და მე- 10 დივიზიების რამდენიმე რეგულარულ შენაერთი ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში შეიჭრა და ახალქალაქი აიღო. ადგლობრივი ქრისტიანი სომხებისა და ქართველების სახალხო ლაშქარმა ოთხკვირიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ შეძლო ოსმალების შეჩერება და არ მისცა მათ თბილისისკენ წინსვლის შესაძლებლობა.

4 ივნისს ოსმალეთის იმპერიას და ახალგამოცხადებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო ბათუმის ხელშეკრულება, რომლითაც ოსმალეთს გადაეცა ბათუმის და ყარსის ოლქები, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.

ოსმალეთის იმპერია კვლავ აგრძელებდა სახმედრო დაპირისპირებას ცენტრალური კასპიის დიქტატურასთან, მთიანი სომხეთის რესპუბლიკასთან და ბრიტანეთის Dunsterforce-თან რომელიც შედგებოდა მესოპოტამიის და დასავლეთის ფრონტის საუკეთესო ჯარისკაცებისაგან. ზაფხულში რეგიონში განლაგდა გერმანიის კავკასიური ექსპედიცია, რომლის მთავარი მიზანი გერმანიის ბაქოს ნავთობით მომარაგების უზრუნველყოფა იყო.

30 ოქტომბრის მუდროსის დროებითი ზავით ოსმალეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, გაუქმდა ბრესტ-ლიტოვსკის და ბათუმის ხელშეკრულებები, ოსმალეთს დაევალა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების დაცლა , მაგრამ ბათუმისა და ყარსის ოლქები დარჩა ოსმალეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 73-77.
  • ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 267-296, ISBN 978-9941-13-771-6.
  • Falls, Cyril (1960). The Great War pp. 158–160. (covers 1915 fighting)
  • Fromkin, David (1989). A Peace to End All Peace, pp. 351–355. Avon Books. (covers 1918 operations)
  • Harutyunian, The 1918 Turkish aggression in Transcaucasus, Yerevan, 1985. (covers conquest of Armenia, 1918)
  • Pollard, A. F. (1920). A Short History of the Great War (chapter 10). (covers 1916 fighting)
  • Strachan, Hew (2003). The First World War, pp. 109–112. Viking (Published by the Penguin Group) (1914 operations)
  • Ulrichson, Kristian Coates (2014). The First World War in the Middle East (Hurst, London) (The Caucacus Campaigns, Chapter 3 pp53–74)
  • Russian Campaign in Turkey