ფოთის შეთანხმება

(გადამისამართდა გვერდიდან ფოთის ხელშეკრულება (1918))

ფოთის შეთანხმებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დადებული პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება. დროებითი შეთანხმება საქართველომ დადოგერმანიის იმპერიასთან და მიიღო გერმანიის პროტექცია და აღიარება. შეთანხმებისას გერმანიის მიზანი იყო საქართველოს რკინიგზაზე სამხედრო კონტროლის დაწესება. სანაცვლოდ საქართველომ გერმანიისგან მიიღო დე-ფაქტო ცნობა და თავიდან აიცილა ოსმალეთის მიერ ოკუპაცია. შეთანხმება დაიდო 1918 წლის 28 მაისს, გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი ოტო ჰერმან ფონ ლოსოვი და საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთში.

ფოთის შეთანხმება
დროებითი შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის წინასწარი ურთიერთდამოკიდებულების დამყარების შესახებ
ტიპი დროებითი შეთანხმება
ხელი მოეწერა 28 მაისი, 1918
ადგილი ფოთი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ხელი მოაწერეს აკაკი ჩხენკელი
გერმანიის იმპერიის დროშა ოტო ჰერმან ფონ ლოსოვი
მხარეები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია

წინა ვითარება

რედაქტირება

1917 წლის 9 მარტს, შეიქმნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ სახელმწიფო დუმის-სათათბიროს წევრები, ვ. ა. ხარლამოვი - თავმჯდომარე, იმპერატორის მეფისნაცვალის, რუსეთის დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის (1856-1929) შემცვლელი კავკასიის ფრონტზე რუსეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, როგორც სამოქალაქო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანო. აკაკი ჩხენკელი საქართველოს მხრიდან იყო მისი წევრი. 1917 წლის ნოემბერში, შეიქმნა დამოუკიდებელი ამიერკავკასიის პირველი მთავრობა თბილისში - „ამიერკავკასიის კომისარიატი (ამიერკავკასიის სეიმი)“ რომელიც შემდეგ შეიცვალა „ამიერკავკასიის კომიტეტით“ ამ დროს ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში ხელისუფლების პეტერბურგში. კომიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს წარმომადგენელი მენშევიკი სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ჩხეიძე.

1917 წლის 5 დეკემბერს, დაიდო ერზინჯანის დროებითი ზავი რომელიც გაფორმდა რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ერზინჯანის ხელშეკრულებით დასრულდა პირველი მსოფლიო ომის ახლო აღმოსავლეთის თეატრზე სპარსეთისა და კავკასიის შეიარაღებული კონფლიქტური კამპანიები რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის[1]. 1918 წლის 3 მარტს, ერზინკანის ხელშეკრულებას მოჰყვა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რაც ნიშნავდა რუსეთის გასვლას მსოფლიო ომიდან.

1918 წლის 14 მარტს გაიმართა ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთის იმპერიასა და ტრანსკავკასიის (ამიერკავკასიის სეიმის) დელეგაციას შორის. ენვერ ფაშამ შესთავაზა ოსმალეთის ყველა ამბიციების დათმობა კავკასიაში, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოსმალეთის აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციის საზღვრების ცნობის სანაცვლოდ.[2] 5 აპრილს, ტრანსკავკასიის დელეგაციის მეთაური აკაკი ჩხენკელი დთანხმდა და მიიღო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შედეგები შემდეგი მოლაპარაკებების საფუძვლად და მოუწოდა მთავრობის წევრებს და სახელმწიფო ორგანოებს მიეღოთ და დათანხმებულიყვნენ ამ პოზიციას[3]. განწყობა ტფილისში ძალიან განსხვავებული იყო. ტფილისმა აღიარა საომარი მდგომარეობა მასსა და ოსმალეთის იმპერიას შორის[3]. საომარი მოქმედებები განახლდა და ოსმალეთმა სწრაფად დაიკავა ბათუმი, ქობულეთი, არტაანი, ოზურგეთი, ასევე საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს.

წამყვანი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები გერმანიასთან ალიანს განიხილავდნენ როგორც ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის თავიდან აცილების ერთადერთ გზას. სამშვიდობო კონფერენციის ჩავარდნის შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო.

თავის მხრივ, გერმანია სავსებით მზად იყო გამოეყენებინა სიტუაცია თავისი პოზიციების გასამყარებლად მსოფლიო ომის ფონზე და გერმანულ-ოსმალურ მეტოქეობაში კავკასიასა და მის რესურსებზე, კერძოდ კი ნავთობის ბაქოს კასპიის საბადოებზე და რკინიგზაზე და ნავთობსადენებზე რომლებიც საბადოებს აკავშირებდა შავ ზღვასთან - ბათუმთან (ბაქო-ბათუმის მილსადენი).

საინტერესოა, რომ შეტაკებებში გერმანულ ფორმაში ჩაცმული საქართველოში მცხოვრები გერმანელები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაგან რაზმები ფრიდრიხ ფონ შულენბურგმა, კავკასიაში გერმანული კორპუსის სარდალმა გენერალმა კრეს ფონ კრესენშტაინმა და გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კაპიტანმა ეგან კრიეგერმა ჩამოაყალიბეს. ამ რაზმის შექმნა საკმაოდ თავზეხელაღებული ნაბიჯი იყო და ეს მოხდა გერმანიის ჯარების ძირითადი ნაწილების შემოსვლამდე. ბათუმის გათავისუფლებისას გერმანულმა ნაწილებმა მოკლულების სახით დანაკარგიც განიცადეს. „ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა“ იგონებს გენ. კრესენშტაინი.

გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს შექმნისა და გაძლიერების იდეისადმი სიმპათიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ბერლინში მოქმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმაც, რომლის თვალსაჩინო წევრები იყვნენ მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ლეო კერესელიძე. წამყვანი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები გერმანიასთან ალიანს განიხილავდნენ როგორც ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის თავიდან აცილების ერთადერთ გზას. მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მრჩევლის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. ზ. ავალიშვილის განსაკუთრებული წვლილი გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“.

თავის მხრივ, გერმანია სავსებით მზად იყო გამოეყენებინა სიტუაცია თავისი პოზიციების გასამყარებლად მსოფლიო ომის ფონზე და გერმანულ-ოსმალურ მეტოქეობაში კავკასიასა და მის რესურსებზე, კერძოდ კი ნავთობის ბაქოს კასპიის საბადოებზე და რკინიგზაზე და ნავთობსადენებზე რომლებიც საბადოებს აკავშირებდა შავ ზღვასთან - ბათუმთან.

ასეთ ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. ორ დღის შემდგომ ფოთში მოხდა გერმანისა და საქართველოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის ძალითაც გერმანიამ ფაქტობრივად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო იურიდიულად გერმანიამ ჯერ ოსმალეთს აცნობინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 3 ივნისს, ხოლო ერთ კვირაში 10 ივნისს უკვე თავად ცნო.

ხელშეკრულება

რედაქტირება

28 მაისს შეთანხმება ხელმოწერილი იქნა. ეს მოხდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (26 მაისი) ორი დღის შემდეგ და გერმანიის შუამავლობით მიმდინარე ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციის დამთავრებიდან ოთხი დღის შემდეგ.

გერმანელთა მისიით, რომელსაც წარმოადგენდა ფრიდრიხ ბარონ ფონ კრესენშტეშინი (მეთაური) და ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი, იმედმიცემული საქართველო გამოვიდა ამიერკავკასიის ფედერაციიდან და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქართველი მინისტრები სასწრაფოდ ჩავიდნენ ფოთში, სადაც გერმანიის დელეგაცია გრაფ ფონ ლოსოვის მეთაურობით იმყოფებოდა გემზე SS Minna Horn. დროებითი ხელშეკრულება გაფორმდა 28 მაისს ფოთის პორტში. საქართველომ ცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, სანაცვლოდ მიიღო აღიარება და გერმანიის იმპერიის მფარველობა.

შეთხნმების მიხედვით გერმანიას მიეცა საქართველოს რკინიგზის თავისუფალი და შეუზღუდავი გამოყენების უფლება სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადასაადგილებლად და საქართველოს პორტებში გერმანული გემების შეუზღუდავი შესვლის უფლება. თბიილსში უნდა შექმნილიყო გერმანიის და მისი მოკავშირე ქვეყნების ერთობლივი სამხედრო კომისია გერმანიის ხელმძღვანელობით. საქართველოს რკინიგზის სადგურებს და ფოთის პორტს გააკონტროლებდნენ გერმანელი კომენდანტები. ბერლინში უნდა გახსნილიყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ხოლო თბილისში გერმანიისა. გერმანიას უფლება ეძლეოდა დიპლომატიური წარმომადგენელი გარდა თბილისისა, დაენიშნა სხვა ქალაქებშიც.

ფოთში ხელი მოეწერა რამდენიმე კონვენციასაც, რომელთა შორის იყო:

  • ტყვეთა გაცვლის შესახებ
  • გერმანიიდან საქართველოში სამხედრო დანიშნულების ტვირთების უბაჟოდ შეტანის შესახებ
  • საქართველოს ტერიტორიაზე ამიერკავკასიის კომისარიატის ბონებთან ერთად გერმანიის ფულის ნიშნების ბრუნვაში დაშვების შესახებ
  • საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოში მყოფი გერმანიის ჯარის სურსათით მომარაგების შესახებ
  • საქართველოში მყოფი გერმნული კომისიის მიერ სურსათის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ
  • გერმანული საექსპედიციო ძალებით სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება,
  • ერთობრივი ქართულ-გერმანული სამთო კორპორაციის შექმნა,

საიდუმლო დამატებითი წერილით ფონ ლოსოვი პირდებოდა დახმარებას საქართველოს საერთაშორისო აღიარებაში და მისი ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებაში.

ქართულ-გერმანული თანამშრომლობა იყო ხანმოკლე და არათანაბარი, მიუხედავად ამისა ის ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკისათვის აღმოჩნდა მეტად სასარგებლო და შეიტანა თავისი წვლილი ქვეყნის გადარჩენაში იმ ტურბულენტურ 1918 წელს.

11 მაისს ბათუმში გაიხსნა სამშვიდობო კონფერენცია სადაც ოსმალებმა გააფართოვეს თავიანთი მოთხოვნები ჩაერთოთ ტფილისი, როგორც ალექსანდროპოლი და ეჩმიაძინი, რკინიგზაში რომლის აშენებაც სურდათ და რომელიც დააკავშირებდა ყარსს და ჯულფას ბაქოსთან. რესპუბლიკის დელეგაციის ქართველმა და სომეხმა წევრებმა დაიწყეს დამუხრუჭება. 21 მაისს ოსმალების ჯარი ისევ გადავიდა საზღვარს. კონფლიქტმა მოიტანა ბრძოლები სარდარაპთან (21-29 მაისი), ბრძოლა ყარა კილისესთა (1918), (24-28 მაისი), ბაშ აბარანთან ბრძოლა (21-24 მაისი).

4 ივნისს, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა იძულებული იქნა ხელი მოეწერა ბათუმის ხელშეკრულებაზე.

გერმანიის მისია წავიდა კონსტანცაში, და თან გაიყოლია საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი და ნიკო ნიკოლაძე, რომლებსაც საქართველოს მთავრობისაგან დავალებული ჰქონდათ გერმანიასთან მოლაპარაკებების გამართვა რათა ბერლინში ხელი მოეწერათ საბოლოო შეთანხმებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 441.
  • ჯავახიშვილი ნ., ქართული ბონისტიკა“, თბილისი, 1996
  • ავალიშვილი ზ., „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“, თბილისი, 1990
  • კანდელაკი კ., „საქართველოს ეროვნული მეურნეობა II დამოუკიდებელი საქართველო“, პარიზი, 1960
  1. თადეუშ სვიეტოხოვსკი, რუსეთის აზერბაიჯანი 1905-1920, ფ. 119
  2. Ezel Kural Shaw ოსმალეთის იმპერიისა და თანამედროვე თურქეთის ისტორია. გვერდი 326
  3. 3.0 3.1 რიჩარდ ჰოვანისიანი „სომეხი ხალხი უძველესი დროიდან დღემდე“ გვერდები 292-293