რიჩარდ ჰოვანისიანი
რიჩარდ გეიბლ ჰოვანისიანი (ინგლ. Richard Gable Hovannisian; სომხ. Ռիչարդ Հովհաննիսյան) (დ. 9 ნოემბერი, 1932, ტულარე, კალიფორნია, აშშ, — გ. 10 ივლისი, 2023, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი და კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუსის პროფესორი. ის ძირითადად ცნობილია მისი ოთხტომეულით სომხეთის პირველი რესპუბლიკის ისტორიაზე.
რიჩარდ ჰოვანისიანი | |
---|---|
ინგლ. Richard Hovhannisian | |
დაბ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1932 |
დაბ. ადგილი | Tulare, კალიფორნია, აშშ[1] [2] |
გარდ. თარიღი | 10 ივლისი, 2023[3] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[4] |
მოქალაქეობა |
აშშ სომხეთი |
ეროვნება | სომხები[5] [2] [6] |
საქმიანობა | ისტორიკოსი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი, International Alert, Armenian National Institute, Mount Saint Mary's University, Los Angeles და Chapman University |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი[1] , კალიფორნიის უნივერსიტეტი[1] [2] და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი[2] [6] |
შვილ(ებ)ი | რაფი ჰოვანისიანი[6] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[1] , წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი[1] და მოსე ხორენაცის მედალი[1] |
საიტი | history.ucla.edu/faculty/richard-hovannisian |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმომავლობა
რედაქტირებაჰოვანისიანი დაიბადა და აღიზარდა ტულარეში (კალიფორნია) სომხების გენოციდისგან გადარჩენილ ოჯახში. მამა, გასპარ გავროიანი, დაიბადა 1901 წელს ოსმალეთის იმპერიაში, სოფელ ბაზმაშენში (დღეს სარიჩუბუკი, თურქეთი), ხარპერთან მახლობლად.[7] 1915 წელს მან თავი დააღწია გენოციდს და 1920 წელს გადასახლდა აშშ-ში, სადაც გვარი შეიცვალა გავროიანიდან ჰოვანისიანზე, რომელიც მამის სახელი (ჰოვანესიდან) მომდინარეობდა.[8] 1926 წელს კასპარი დაქორწინდა სირუნ ნალბანდიანზე, რომელიც ასევე გენოციდს გადარჩენილი იყო.[9] მათი ვაჟებიდან პირველი: ჯონი დაიბადა 1928 წელს, მეორე რალფი 1930 წელს. რიჩარდ გეიბ ჰოვანისიანი (ეწოდა კლარკ გეიბლის სახელზე) დაიბარდა ბოლოს 1932 წლის, 9 ნოემბერს.[10]
1957 წელს ჰოვანისიანი დაქორწინდა ვარტიტერ კოჩოლოსიანზე ფრესნოს წმინდა სამების სომხურ ეკლესიაში. მათ ყავდათ ოთხი შვილი: რაფი, არმენი, ანი და გარო. რაფი მოგვიანებით სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და ამჟამად ოპოზიციაში იმყოფება.
განათლება და კარიერა
რედაქტირებაკალიფორნიის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ისტორიას, მიიღო ბაკალავრის (1954), მაგისტრის (1958) და დოქტორის წოდება (1966).[11] 1966 წლიდან 1969 წლამდე Mount St. Mary's College-ში იყო ისტორიის ასოცირებული პროფესორი. როგორც რანკეანელი, ჰოვანისიანის სამეცნიერო მუშაობა დაეთმო სომხეთის პირველი რესპუბლიკის (1918–20) ისტორიას. მისი სადისერტაციო ნაშრომი გამოიცა 1967 წელს სახელწოდებით: „Armenia on the Road to Independence“, რომელიც მოგვიანებით ოთხტომეულის (1971-1996) პროლოგის როლს შეასრულებს. ოთხტომეულები დადებითად იქნა შეფასებული სამეცნიერო წრეების მიერ.
1986 წელს, ჰოვანისიანი კალიფორნიის უნივერსიტეტის სომხური საგანმანათლებლო ფონდის პირველი სომხური კათედრის ხელძღვანელი გახდა თანამედროვე სომხური ისტორიის განხრით. მისი ბიოგრაფიული ჩანაწერები შესულია Who's Who in America და Who's Who in the World-ში, სხვა სამეცნიერო და ლიტერატურულ საცნობარო ნაწარმოებებს შორის.[12] ჰოვანისიანი მონაწილეობს დირექტორთა საბჭოში ცხა სამეცნიერო და სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, მათ შორის არის: Facing History და Ourselves Foundation; ჰოლოკოსტისა და გენოციდის საერთაშორისო ინსტიტუტი; International Alert; ფონდი სომხური არქიტექტურის კვლევისთვის; Armenian National Institute (ANI).[13] მან მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის 2010-2011 წლების ჯილდო „ყველაზე შთამაგონებელი მასწავლებელი“.[14]
პოლიტიკა
რედაქტირება2006 წლის ინტერვიუში ჰოვანისიანი აკრიტიკებდა მაშინდელ სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანს მისი ავტორიტარული ბუნების გამო და ამბობდა, რომ სომხეთი არ უნდა გამხდარიყო არშემდგარი ქვეყანა.[15] 2013 წელს ჰოვანისიანი მონაწილეობდა სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მისმა ვაჟმა, რაფიმ, ოფიციალური შედეგების თანახმად მეორე ადგილი დაიკავა.
რჩეული პუბლიკაციები
რედაქტირება- The Republic of Armenia, Vol. I (1971), Vol. II (1982), Vols. III & IV (1996) Berkeley: University of California Press
- The Armenian Holocaust, Cambridge, Massachusetts, Armenian Heritage Press (1980)
- The Armenian People from Ancient to Modern Times, 2 vols. New York: St. Martin's Press, 1997 (editor)
- Remembrance and Denial: The Case of the Armenian Genocide. Detroit: Wayne State University Press, 1998 (editor)
კონფერენციის მასალები
რედაქტირებაკალიფორნიის უნივერსიტეტის კონფერენციათა სერია სახელწოდებით „ისტორილი სომხური ქალაქები და პროვინციები“ ორგანიზატორია ჰოვანისიანი, როგორც სომხური კათედრის ხელმძღვანელი. კონფერენციის მასალები (ჰოვანისიანის რედაქციით), რომლებიც გამოქვეყნდა არის:
- Armenian Van/Vaspurakan (2000) OCLC 44774992
- Armenian Baghesh/Bitlis and Taron/Mush (2001) OCLC 48223061
- Armenian Tsopk/Kharpert (2002) OCLC 50478560
- Armenian Karin/Erzerum (2003) OCLC 52540130
- Armenian Sebastia/Sivas and Lesser Armenia (2004) OCLC 56414051
- Armenian Tigranakert/Diarbekir and Edessa/Urfa (2006) OCLC 67361643
- Armenian Cilicia (2008) OCLC 185095701 (together with Simon Payaslian)
- Armenian Pontus: The Trebizond-Black Sea Communities (2009) OCLC 272307784
- Armenian Constantinople (2010) (together with Simon Payaslian)
- Armenian Kars and Ani (2011)
- Armenian Smyrna/Izmir (2012)
- Armenian Kesaria/Kayseri and Cappadocia (2013)
- Armenian Communities of Asia Minor (2014)
სტატიები
რედაქტირება- Hovannisian, Richard G. (1968). „The Allies and Armenia, 1915-18“. Journal of Contemporary History. 3 (1): 145–168. doi:10.1177/002200946800300108. JSTOR 259971. S2CID 159108928.
- Hovannisian, Richard G. (1969). „Simon Vratzian and Armenian Nationalism“. Middle Eastern Studies. 5 (3): 192–220. doi:10.1080/00263206908700129. JSTOR 4282291.
- Hovannisian, Richard G. (1971). „Russian Armenia. A Century of Tsarist Rule“. Jahrbücher für Geschichte Osteuropas. Franz Steiner Verlag. 19 (1): 31–48. JSTOR 41044266.
- Hovannisian, Richard G. (1973). „Armenia and the Caucasus in the Genesis of the Soviet-Turkish Entente“. International Journal of Middle East Studies. 4 (2): 129–147. doi:10.1017/s0020743800027409. JSTOR 162238.
- Hovannisian, Richard G. (1974). „Dimensions of Democracy and Authority in Caucasian Armenia, 1917-1920“. The Russian Review. 33 (1): 37–49. doi:10.2307/127620. JSTOR 127620.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Hovannisian, Garin K. (2010). Family of Shadows: A Century of Murder, Memory, and the Armenian American Dream. New York: HarperCollins. ISBN 978-0-06-1-79208-3. (ავტორია რიჩარდ ჰოვანისიანის შვილიშვილი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Richard Hovannisian, Professor Emeritus — კალიფორნიის უნივერსიტეტი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ World-renowned Armenian historian Richard G. Hovhannisyan passed away — Armenpress, 2023.
- ↑ 90 տարեկանում մահացել է Ռիչարդ Հովհաննիսյանը — Azatutyun, 2023.
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 261–262. — ISBN 978-2-905686-93-0
- ↑ 6.0 6.1 6.2 Ով ով է. հայեր / Հ. Այվազյան — Երևան: Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2005. — ტ. 1. — გვ. 635.
- ↑ Hovannisian 2010, p. 3.
- ↑ Hovannisian 2010, pp. 36–38.
- ↑ Hovannisian 2010, pp. 40–43.
- ↑ Hovannisian 2010, p. 45.
- ↑ Hovannisian, Richard G. "Confronting the Genocide," in Pioneers of Genocide Studies, eds. Samuel Totten and Steven Leonard Jacobs. New Brunswick, NJ: Transaction Publishers, 2002, p. 31.
- ↑ Faculty. The Armenian Educational Foundation. UCLA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-20. ციტირების თარიღი: 2008-01-29.
- ↑ Biography
- ↑ Professor Richard Hovannisian to be Honored as Most Distinguished Teacher. Asbarez. April 8, 2011. Retrieved January 5, 2016.
- ↑ Stepanian, Ruzanna. (30 March 2006) Diaspora Scholar Warns Of Armenian 'Failed State'. Radio Free Europe/Radio Liberty Armenian Service.