სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (სომხურად: Հայաստանի Հանրապետության արտաքին գործերի նախարարություն) — აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამუშავებს და ახორციელებს სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკას, ამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Հայաստանի Հանրապետության արտաքին գործերի նախարարություն | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1918 წელს |
იურისდიქცია | სომხეთის მთავრობა |
საიტი | |
http://mfa.am/ |
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქმედებს სომხეთის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე.
დანიშნულება
რედაქტირებასომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობებს მოიცავს:
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების განმტკიცება,
სომხეთის რესპუბლიკის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე პირობების შენარჩუნება
საერთაშორისო დონეზე სომხეთის რესპუბლიკის პოზიციების წარმოდგენა,
სომხეთის რესპუბლიკისა და საზღვარგარეთ მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა,
საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო პროცესებში ჩართულობის გაღრმავება,
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან,
ურთიერთობების ნორმალიზაცია იმ ქვეყნებთან, რომელთანაც პრობლემები არსებობს,
საზღვარგარეთის სომხურ თემებთან ურთიერთობების შემდგომი განვითარება და გაღრმავება.
რეგიონში სტაბილურობის, თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარება არის სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. სომხეთი ძალებს არ იშურებს სტაბილური და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის ფორმირებისთვის.
ისტორია
რედაქტირება1918 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენის პარალელურად, სომხეთმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დაამყარა დიპლომატიური კავშირები. სომხეთმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები გერმანიასთან, ავსტრია-უნგრეთთან, ბულგარეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან. სრულუფლებიანი წარმომადგენლები (კონსულები) დაინიშნა აშშ-ში, ბულგარეთში, ფინეთში, შვეიცარიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ირანმა გახსნეს დიპლომატიური წარმომადგენლობები ერევანში.
1920 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაარსდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი, გაიხსნა სრულუფლებიანი წარმომადგენლობები საბჭოთა რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქმენეთში, ირანში, ყარსში.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (ფუნქციონირებდა 1945 - 1952 წლებში).
სომხეთის სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო საბჭოთა კავშირის დიპლომატიური სამსახურის ნაწილი, სამინისტროს დიპლომატიურ პერსონალს დიპლომატიური წოდებები ჰქონდა მიღებული, დროდადრო იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო მისიებში. დიპლომატიურ სამსახურში ასევე მუშაობდნენ სომხეთის სსრ სხვა წარმომადგენლები, მრავალი სომეხი, რომელთაგან ზოგი წამყვან თანამდებობებს იკავებდა საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ისინი იკავებდნენ პოზიციებს საბჭოთა კავშირის ელჩების თანამდებობაზე.
ყარაბაღის მოძრაობის დაწყებისთანავე, 1988 წელს, სომხეთის სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას გადასცემდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას.
სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებით (1991) რადიკალურად შეიცვალა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, საერთაშორისო ურთიერთობებში სომხეთის რესპუბლიკის ახალი სტატუსის გათვალისწინებით, სამინისტროს სტრუქტურა და პერსონალის რაოდენობა.
მინისტრთა სია
რედაქტირებასომხეთის პირველი რესპუბლიკა
რედაქტირებაალექსანდრე ხატისიანი (1918, 1919–1920)
ოვანეს ქაჯაზნუნი (1918)
სირაკან ტიგრანიანი (1918–1919)
ჰამო ოჰანჯანიანი (1920)
სიმონ ვრაციანი (1920)
სომხეთის სსრ
რედაქტირებაალექსანდრე ბექზადიანი (1920–1921)
ასკანაზ მრავიანი (1921–1922)
საჰაკ კარაპეტიანი (1944–1946)
გევორგ (კიმიკ) ოვანისიანი (1947–1954)
ანტონ კოჩინიანი (1954–1958)
ბალაბეკ მარტიროსიანი (1958–1972)
კამო უდუმიანი (1972–1975)
ჯონ კირაკოსიანი (1975–1985)
ანატოლი მკრტიჩიანი (1986–1991)
სომხეთის რესპუბლიკა
რედაქტირებარაფი ჰოვანისიანი (1991–1992)
არმან კირაკოსიანი (მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - 1992–1993)
ვაჰან პაპაზიანი (1993–1996)
ალექსანდრე არზუმანიანი (1996–1998)
ვართან ოსკანიანი (1998–2008)
ედუარდ ნალბანდიანი (2008–2018)
ზოჰრაბ მნაცაკანიანი (2018 – დღემდე)