ანდრანიკ ოზანიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდრანიკ ოზანიანი (სომხ. Անդրանիկ Օզանեան; დ. 25 თებერვალი, 1865 წელი, შაბინ-ყარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია - გ. 31 აგვისტო, 1927 წელი, რიჩარდსონ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ) — სომეხი სამხედრო მეთაური და სახელმწიფო მოღვაწე, ყველაზე ცნობილი ფედაი[1][2] და სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ფიგურა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ის იყო სომხეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი.

ანდრანიკ ოზანიანი
Անդրանիկ Օզանեան
ეროვნება სომხები
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1865
დაბადების ადგილი შაბინ-ყარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 31 აგვისტო, 1927 (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი რიჩარდსონ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ
სამხედრო სამსახურის წლები 1888–1904
1912–1913 (ბულგარეთი)
1914–1916 (პირველი მსოფლიო ომი)
1917–1919 (სომხეთი)
წოდება გენერალი და გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
სასუნის აჯანყება
პირველი ბალკანეთის ომი
პირველი მსოფლიო ომი
კავკასიის კამპანია
სპარსეთის კამპანია
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Bravery, III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, წმინდა გიორგის მედალი, წმინდა სტანისლავის ორდენი და War Cross

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ანდრანიკი ბულგარეთის არმიაში დაახლ. 1913

ანდრანიკ ოზანიანი დაიბადა 1865 წლის 25 თებერვალს[3] შაბინ-ყარაჰისარში, სივასის პროვინციაში, ოსმალეთის იმპერიაში, მარიამ და ტორო ოზანიანების ოჯახში. ანდრანიკი სომხურად ნიშნავს ,,პირმშოს". ანდრანიკის წინაპრები მე-18 საუკუნის დასაწყისში წამოვიდნენ სოფელ ოზანიდან და დასახლდნენ შაბინ-ყარაჰისარში, რათა თავიდან აეცილებინათ თურქების დევნა. მისმა წინაპრებმა მიიღეს გვარი ოზანიანი მშობლიური სოფლის პატივსაცემად. ანდრანიკის დედა გარდაიცვალა, როდესაც ის ერთი წლის იყო და მისი უფროსი და ნაზელი ზრუნავდა ანდრანიკზე.

ის დადიოდა ადგილობრივ სკოლაში და შემდეგ მუშაობდა მამის მაღაზიაში. ის დაქორწინდა 17 წლის ასაკში, მაგრამ მისი ცოლი გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ მშობიარობის დროს. მათი შვილი გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სომხების მდგომარეობა ოსმალეთის იმპერიაში გაუარესდა აბდულჰამიდ II-ის მეფობის დროს.[4] 1882 წელს ანდრანიკი დააპატიმრეს თურქ ჟანდარმზე თავდასხმისთვის. მეგობრების დახმარებით ის გაიქცა ციხიდან. ის დასახლდა ოსმალეთის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში 1884 წელს და იქ დარჩა 1886 წლამდე. ის იქ მუშაობდა დურგლად.

ანდრანიკი შეუერთდა სოციალ-დემოკრატთა ჰუნჩაკიანის პარტიას 1891 წელს. იგი დააპატიმრეს 1892 წელს 9 თებერვალს კონსტანტინოპოლის პოლიციის უფროსის, იუსუპ მეჰმეთ ბეის მკვლელობაში მონაწილეობისათვის. ანდრანიკი კვლავ გაიქცა ციხიდან. 1892 წელს იგი შეუერთდა ახლად შექმნილ სომხურ რევოლუციურ ფედერაციას (პარტია). ჰამიდიანის ხოცვა-ჟლეტის დროს ანდრანიკი სხვა ფედაიებთან ერთად იცავდა სომხურ სოფლებს მუშსა და სასუნს თურქებისა და ქურთული ჰამიდიეს დანაყოფების თავდასხმებისგან. ხოცვა-ჟლეტას 80,000-დან 300,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პირველი ბალკანეთის ომი

რედაქტირება

1907 წელს ანდრანიკი დასახლდა სოფიაში, სადაც შეხვდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაციის ლიდერებს, მათ შორის რევოლუციონერს ბორის სარაფოვს, სადაც ისინი შეთანხმდნენ რომ ერთობლივად იმუშავებდნენ სომეხი და მაკედონიელი ხალხის დასახმარებლად. ბალკანეთის პირველი ომის დროს (191213) ანდრანიკი ხელმძღვანელობდა 230 სომეხი მოხალისისგან შემდგარ კომპანიას ალექსანდრე პროტოგოროვის მაკედონიურ-ადრიანოპოლიტთა მოხალისეთა კორპუსის ნაწილს ბულგარეთის არმიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის თანამშრომლობდა გარეგინ ნჟდესთან. ანდრანიკს ბულგარეთის მთავრობამ მიანიჭა პირველი ლეიტენანტის წოდება. მან თავი გამოიჩინა რამდენიმე ბრძოლაში, მათ შორის მერჰამლის ბრძოლაში, როდესაც ბულგარელებს დაეხმარა თურქი სარდლის იავერ ფაშას ხელში ჩაგდებაში. ანდრანიკს მიენიჭა მამაცობის ორდენი გენერალ პროტოგოროვის მიერ 1913 წელს.

სიკვდილი

რედაქტირება

1926 წლის თებერვალში ანდრანიკი გადავიდა საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში.[5] მისი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, რომელიც ნაპოვნია კალიფორნიის ბუტის ოლქში, ანდრანიკი გარდაიცვალა სტენოკარდიით 1927 წლის 31 აგვისტოს რიჩარდსონ სპრინგსში, კალიფორნია.[6][7] 1927 წლის 7 სექტემბერს ის დაკრძალეს არარატის სასაფლაოზე, ფრესნოში.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Libaridian, Gerard J. (1991). Armenia at the Crossroads: Democracy and Nationhood in the Post-Soviet Era. Watertown, Massachusetts: Blue Crane Books, გვ. 20. ISBN 978-0-9628715-1-1. 
  2. Sarkisyanz, Manuel (1975). A Modern History of Transcaucasian Armenia: Social, Cultural, and Political. Leiden, Netherlands, გვ. 140. OCLC 8305411. 
  3. Haroutyunian, A. (1974). რედ. Hambardzumyan, Viktor: Soviet Armenian Encyclopedia (hy). Yerevan: Armenian Encyclopedia Publishing, გვ. 392. 
  4. Nalbandian, Louise (1963). The Armenian Revolutionary Movement: The Development of Armenian Political Parties Through the Nineteenth Century. Berkeley: University of California Press, გვ. 116. ISBN 978-0-520-00914-1. 
  5. The Fresno Bee, Death Claims Famous General, Once Of Fresno, 31 August 1927
  6. „General Antranik, Noted Fight Dies“. The New York Times. 2 September 1927. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  7. Demirjian, Nubar (27 აგვისტო 2010). „Զօրավար Անդրանիկի Մահուան 83րդ Ամեակի Առիթով [On the 83rd anniversary of General Andranik's death]“. Asbarez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2013.
  8. Avakian, Arra S. (1998). Armenia: A Journey Through History. Electric Press, გვ. 311–314. ISBN 978-0-916919-20-7.