სასუნი (სომხ. Սանասունք, Սանասուն ან Սասուն) — ისტორიული ოლქი ძველ სომხეთში, მდებარეობდა ვანის ტბის სამხრეთ-დასავლეთით. მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას და ნადირობას. მათი ბრძოლა IX საუკუნეში არაბთა წინააღმდეგ საფუძვლად დაედო სომხურ საგმირო ეპოსს „დავით სასუნცს“. X–XIV საუკუნეებში, თემურლენგის შემოსევებამდე, სამთავრო იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება