სომეხი ფიდაები

(გადამისამართდა გვერდიდან სომხური ფიდაი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

სომეხი ფიდაები (დასავლეთსომხური Ֆէտայի Fedayi; აღმოსავლეთსომხური Ֆիդայի Fidayi) ასევე ცნობილი როგორც სომხური არარეგულარული შენაერთები ან სომხური მილიციააბდულჰამიდ II-ის მმართველობის დროს, გვიან XIX საუკუნეში და ადრეულ XX საუკუნეში, ოსმალი ჰამიდიების (კავალერიის ქვედანაყოფი) და ქურთების მიერ განხორციელებული ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, სომხური სოფლების თავდასზმებისგან დასაცავად შექმნილი არარეგულარული სამხედრო დანაყოფები. ამ დანაყოფების საბოლოო მიზანი იყო ავტონომიის მოპოვება (არმენაკანები) ან სრული დამოუკიდებლობა (დაშნაკცუთიუნი, ჰუნჩაკები).

სომეხი ფიდაები
სომხ. Ֆէտայի
ეთნიკური კუთვნილება: სომხები
ლიდერები: 1893-მდე არაბო
1893–1899 აღბიურ სერობი
1899–1904 ანდრანიკ ოზანიანი
1904–1907 კევორკ ჩავუში
შექმნის თარიღი: 1880-იანები
დაშლის თარიღი: 1920-იანები
წევრების რაოდენობა: 40000
კონფლიქტებში მონაწილეობა: სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
სპარსეთის კონსტიტუციური რევოლუცია
სომხების წინააღმდეგობა სომეხთა გენოციდის დროს

მოძრაობის ზოგიერთი წამყვანი ფიგურა დაშნაკცუთიუნის თანხმობით ასევე მონაწილეობდა იგივე პერიოდში მომხდარ სპარსეთის კონსტიტუციურ რევოლუციაში.

სომხური ტერმინი „ფედაი“ მომდინარეობს არაბული ფედაინებიდან: არაბ. فِدائيّين, რაც ითარგმნება როგორც „შეწირულები“.[1][2]

მიზნებები და აქტივობები

რედაქტირება
 
ბიტლის ვილაეთი (ისტორიული ტარონი) ფიდაების ძირითადი სამოქმედო არეალი იყო.

სომხური ფიდაების საწყისი მიზანი იყო ოსმალეთის იმპერიაში არსებულის ომხური სოფლების დაცვა და ოსმალეთის დამსჯელი ექსპედუიციებისთვის ხელის შეშლა. სომელიხ მოხალისეები იბრძოდნენ: ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის დროს, სასუნის აჯანყებაში, ზეითუნის აჯანყებაში, ვანის დაცვაში და ხანასორის ექსპედიციის წინააღმდეგ. ისინი იყვნენ სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები. პარტიზანული მოძრაობა ახდენდა საფოსტო და ჯარის მომარაგების გზების საბოტაჟს. ისინი ასევე ახორციელებდნენ კონტრ შეტევებს მუსლიმურ სოფლებზე. მათ ოსმალეთის სომხების დიდი მხრდაჭერა ქონდათ. მალევე მოიპოვეს მოსახლეობაში ნდობა და პოპულარობა.

მათი მოქმედებები შემცირდა მეორე საკონსტიტუციო ერის პერიოდში, რომელიც ახალგაზრდა თურქების რევოლუციიდან 1920-იან წლებამდე პერიოდს მოცავს. ამ დროს თურქეთის ხელისუფლებაში კავშირისა და პროგრესის კონგრესი მოდის, რომელიც სომხებს იმპერიაში მცხოვრები ქურთების და თურქების ანალოგიურ უფლებებს აძლევს. უმეტესობა ფიდაების რაზმები დაიშალა და დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

სპარსეთის კონსტიტუციური რევოლუცია

რედაქტირება

რამდენიმე ფიდაი და დაშნაკცუთიუნის ისეთი გამოჩენილი წარმომადგენლები როგორიცაა: არამ მანუკიანი, ჰამო ოჰანჯანიანი და სტეპან სტეპანიანი შეუერთდნენ ყაჯარულ ირანში მიმდინარე რევოლუციას.[3] ირანში განვითარებულ მოძრაობას ქონდა პოლიტიკური ენონომიკური და იდეოლოგიური კომპონენტები. მას უნდა დაემყარებინა კანონზე დამყარებული წესრიგი, უნდა განევითარებინა ადამიანის უფლებები და მუშათა კლასისთვის მიენიჭებინა თავისუფლება. ამ მოძრაობაში ჩართვით ისენი ფიქრობდნენ, რომ ირანელი სომხების ინტერესებს დაიცავდნენ.

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
სომეხი მოხალისის სურათი კონგრესის ბიბლიოთეკიდან

მას სემდეგ რაც ოსმალეთში გამოიცა კანონო, რომელიც ყველა ზრდასრულ მამაკაცს ავალდებულებდა ჯარში სამსახურს ან სანაცვლოდ გარკვეული გადასახადის გადახდას ზოგიერთი ფიდაი შეუერთდა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ძალებს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის მიერ განხორციელებული გენოციდის შემდეგ ბევრი ფიდაი სახლში დაბრუნდა და ხელახალი თვითორგანიზება მოახდინეს ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში. ასევე ბევრი სომხი ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა ქვეყნების ჯარებს შეუერთდნენ ასე შეიქმნა რუსეტის ჯარის შემადგენლობაში სომხური მოხალისეთა ნაწილები.[4]

რუსეთის კავკასიის ფრონტზი ჩამოიშალა რასაც 1917 წლის რევოლუცია მოყვა. სომხური ეროვნული კონგრესი სთხოვდა რუსეთის ჯარში გაფანტულ სომეხ ჯარისკაცებს და ოფიცრებს შეგროვილიყვნენ.[5] მიზანი იყო სომხების კავკასიის ფრონტზე მობილიზება. ამ მიზნისთვის გენერალი ბაგრადოუნის მეთაურობით ჩამოყალიბდა სამხედრო კომიტეტი.[5] იმავე წელს სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა შექმნა სომხური ეროვნული საბჭო , რომელმაც სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა. მოგვიანებით ამ მოხალისეებმა და რუსეთის ჯარიდან წამოსულმა მებრძოლებმა ჩამოაყალიბეს სომხეთის პირველი სამხედრო ძალების ბირთვი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Vartanian, H.K. The Western Armenian Liberation Struggle Yerevan, 1967
  • Translated from the Armenian: Mihran Kurdoghlian, Badmoutioun Hayots, C. hador [Armenian History, volume III], Athens, Greece, 1996, pg. 59–62.
  1. Middle East Glossary - The Israel Project: FEDAYEE დაარქივებული 2012-04-27 საიტზე Wayback Machine.
  2. Tony Rea and John Wright (1993). The Arab-Israeli Conflict. Oxford University Press, გვ. 43. ISBN 019917170X. 
  3. Berberian, Houri (2001). Armenians and the Iranian Constitutional Revolution of 1905–1911. Westview Press, გვ. 116–117. ISBN 978-0-8133-3817-0. 
  4. Ottoman labour battalions. hist.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-01. ციტირების თარიღი: 2022-03-28.
  5. 5.0 5.1 (Pasdermadjian 1918, pp. 38)