ფაზილ ისკანდერი (რუს. Фазиль Абдулович Искандер; დ. 6 მარტი, 1929, სოხუმი — გ. 31 ივლისი, 2016, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის მწერალი,ავტორი ლიტერატურული ციკლის „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა. ასევე, ის იყო რეალიზმის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, პოეტი, რომელმაც აუდიტორიის აღიარება მოიპოვა თავისი სატირული რომანებით და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნამუშევრებით.

ფაზილ ისკანდერი
Fazil Iskander in 2010.jpg
დაბადების თარიღი 6 მარტი 1929(1929-03-06)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი სოხუმი, აფხაზეთის სსრ, ასფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი 2016(2016-07-31)[5] [2] [3] [4] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერედელკინო, მოსკოვი, რუსეთი[5]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
საქმიანობა სცენარისტი, მწერალი, ჟურნალისტი, რომანისტი, პოეტი და ესეისტი
ენა რუსული ენა[6]
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჟანრი მემუარები, პროზა, სატირა, Q21322403?, ესე და აფორიზმი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, პუშკინის პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, ტრიუმფის პრემია და ორდენი „პატივი და დიდება“
ხელმოწერა Автограф Фазиля Искандера.png
საიტი faziliskander.com

1954 წელს დაასრულა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები“ (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს, 1950-იანი წლების ბოლოს აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში „Юность“.

მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი.

ბიოგრაფიარედაქტირება

ბავშვობარედაქტირება

ფაზილ ისკანდერი დაიბადა 6 მარტს 1929 წელს სოხუმში. ირანელი აბდულა ისკანდერის, აგურის ქარხნის ყოფილი მფლობელისა და აფხაზი ლელა მიშელიას ოჯახში. 1938 წელს სტალინური დეპორტაციების პერიოდში ფაზილის მამა აბდულა ისკანდეროვი გააგზავნეს ირანულ ბანაკში, სადაც გარდაიცვალა 1957 წელს. ფაზილი, მისი და და ძმა იზრდებოდნენ დედის ნათესავებთან, ზაფხულობით ხშირად ჩადიოდნენ სოფელ ჩეგემში, რომელსაც ავტორი ხშირად იხსენიებს თავის ნამუშევრებში.

სწავლა და პირველი ნაბიჯები ლიტერატურაშირედაქტირება

სოხუმის რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ ფაზილი სწავლას მოსკოვში აგრძელებს. თავდაპირველად, მან ლომოსოვის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდგომი სამი წელი საბიბლიოთეკო საქმის ინსტიტუტში სწავლობდა, საბოლოოდ კი 1954 წელს გორკის სახელობის ლიტერატურის უნივერსიტეტში მოიპოვა დიპლომი. სტუდენტობის შემდეგ მომდევნო ორი წელიწადი კორესპონდენტად მუშაობდა „ბრიანსკის კომსომოლეცში“ და „კურსკაია პრავდაში“, კარიერული ზრდა დაიწყო 1956 წელს, როდესაც დაბრუნდა სოხუმში და გახდა სახელმწიფო გამომცემლობის „გოსიზდატის“ აფხაზეთის ფილიალის რედაქტორი. ამავე წლებში გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „მთის ბილიკები“. 1957 წელს სსრკ-ს მწერალთა კავშირის წევრად აირჩიეს. მწერალთა კავშირის წევრის სტატუსით მან გამოაქვეყნა პოეტური კრებულები: „დედამიწის სიკეთე“ (1959), „მწვანე წვიმა“ (1960), „შავი ზღვის ბავშვები“ (1961). ისკანდერის შემოქმედება 1950-ის ბოლოდან ინტენსიურად იბეჭდებოდა ჟურნალ „ახალგაზრდობაში“. იგი გახლავთ მრავალი ჯილდოს გამარჯვებული, ირანული წარმოშობის აფხაზ მწერალს მოპოვებული აქვს „პუშკინის პრემია“ (1993) და პრემია „ტრიუმფის“ (1999).

ლიტერატურული ხელოვნებარედაქტირება

1962 წელს ფაზილ ისკანდეროვი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მოსკოველ მკითხველთა მკითხველთა აღიარება მოიპოვა 1966 წელს ჟურნალ „ახალ სამყაროში“ გამოქვეყნებული სატირული ნამუშევრით „თხაჯიხვის თანავარსკვლავედი". 1970 წელს ნაშრომი უკვე ცალკე წიგნად გამოიცა.

მომდევნო წლებში ფაზილ ისკანდეროვმა გამოაქვეყნა მოთხრობების რამდენიმე კრებული: „ჰერაკლეს მეცამეტე გმირობა» (1966), „აკრძალული ხილი“ (1966), „დასაწყისი (1969), „კალმახზე თევზაობა ზედა კოდორში“ (1969), „ზაფხულის დღეს“ (1969), „წერილი“ (1969), „მატარებელში შეხვედრა“ (1969), „ღარიბი დემაგოგი“ (1969).

1973 წელს „ახალ სამყაროში“ დაიბეჭდა ფაზილ ისკანდეროვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი „სანდრო ჩეგემიდან“. რომანი სრულად გამოიცა ინგლისურ ენაზე. წიგნი რუსული ლიტერატურის ამერიკულ გამომცამლობაში „არდისში“ (1979, 1981) დაიბეჭდა. ამერიკელი კრიტიკოსების მიერ რომანი დადებითად შეფასდა. ისინი ისინი ისკანდერის სტილს ადარებდნენ ტვენის, ფოლკნერისა და მარკესის შემოქმედებას. ისკანდერის რომანის სრული რუსული რედაქცია მხოლოდ 1989 წელს, „პერესტროიკის“ პერიოდში გამოვიდა. მანამდე ცენზურა ირანული წარმოშობის აფხაზი მწერლის მთავარი ნაწარმოების გამოქვეყნებაზე იდეოლოგიური მიზეზებით უარს ამბობდა.

1989 წელს ისკანდერის ორი მოთხრობა დაიბეჭდა ალმანახში „მეტროპოლი“. „მეტროპოლი“ ნახევრად არალეგალური ლიტერატურული კრებული გახლდათ, რომელიც ოცდაორი რუსუ მწერლის, მათ შორის ბელა ახმადულინას, ვასილი აკსიონობის, ვიქტორ ეროფეევისა და სხვების, ნამუშევრებს აერთიანებდა. ცენზურისთვის გვერდის ავლის გამო ალმანახის ავტორების დევნა დაიწყეს. ბევრი მათგანი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ზოგიერთს დროებით ემიგრაციაშიც მოუწია წასვლა. ისკანდერი კი ე.წ. „შავ სიაში“ აღოჩნდა და მისი მოთხრობებისათვის ყველა ძირითადი საბჭოთა გამოცემის კარი დაიხურა.

ფაზილ ისკანდერის წიგნების მიხედვით საბჭოთა სცენებზე იდგმებოდა სპექტაკლები. მის ნაწარმოებებს ხშირად იყენებდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიები. სხვადასხვა დროს „მოსფილმმა“ და „საქართველოს ფილმმა“ გადაიღეს შემდეგი სურათები: „ჩეგემის დეტექტივი“ 1986; „ღამე სტალინთან ან ბალთაზარის ლხინი“(1989). ფილმების გადაღების შემდეგ ფაზილ ისკანდერმა გამირჯვა არაერთი კონკურსის მრავალ ნომინაციაში და აიღო ჯილდოები: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია 1989 წელს, ა.დ. სახაროვის პრემია „ლიტერატურული სიმამაცისთვის“ 1991 წელს, ა. ტეფფერის ფონდის პუშკინის პრემია 1992 წელს და სხვა.

„პერესტროიკის“ პერიოდში 1989 წელს ფაზილ ისკანდეროვი გახდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი აფხაზეთის ასსრ-დან. აფხაზეთის საქართველოსთან გამოყოფის იდეას მხარს არ უჭერდა და ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა რესპუბლიკის დაყოფის მიმართ. 1991 წელს ფაზილ ისკანდერი არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. ქართულ - აფხაზური ომის დროსაც მხარს არ უჭერდა აფხაზეთის ლიდერებს. ამავე პერიოდში ფაზილ ისკანდერი ჩართული იყო ადამიანების უფლებების დაცვისა და კულტურის სფეროში. იყო საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის სამდივნოს თანათავმჯდომარე 1991 წელს, ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი 1996 წლამდე, ჟურნალების „კონტინენტი“, „აკადემიური რვეულები“, „კითხვის წრე“, „სიმბოლო“, „ახალგაზრდობა“, ‘ხალხთა მეგობრობა“, „მკითხველთა რუსეთი“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

14 ივნისს 2002 წელს ომის შემდეგ პირველად ჩავიდა აფხაზეთში, სადაც მიანიჭეს ორდენი „პატივი და დიდება“ მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, საერთაშორისო აღიარებისთვის. მოგვიანებით მიიღო გულიას სახელმწიფო ორდენი. 2004 წელს იბრაჰიმ ჭკადუას გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა. ჭკადუას ფილმში ასახული გახლდათ ისკანდერის ცხოვრება და მოღვაწეობა.

2008 წელს ისკანდერმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღიარებას რუსეთის მიერ. 2011 წელს ჟურნალისტებს უთხრა:

 
„მე, რა თქმა უნდა, რუსი მწერალი ვარ, რომელმაც ადიდა აფხაზეთი. სამწუხაროდ, აფხაზურად ვერაფერი დავწერე. რუსული კულტურის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ცალსახა იყო ჩემთვის“

31 ივლისს 2016 წელს ფაზილ ისკანდერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის აგარაკზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. აფხაზეთის ხელისუფლებამ მწერლის ოჯახს მოღვაწის სოხუმში დასაფლავება შესთავაზა, მაგრამ ისკანდერი სიცოცხლის დროს იძახდა, რომ პერედილკინოს სასაფლაოზე სურდა დასაფლავება. საბოლოოდ, მწერალი მოსკოვში დაკრძალეს.

ნამუშევრები და საქმიანობარედაქტირება

ფაზილ ისკანდეროვის ბიბლიოგრაფია მოიცავს ოთხ ათეულზე მეტ ნაშრომს, მათ შორის:

პროზარედაქტირება

  • „თხაჯიხვის თანავარსკვლავედი", 1966
  • „ჰერაკლეს მეცამეტე გმირობა“, 1966
  • „აკრძალული ხილი“, 1966 სამი მოთხრობა, 1969
  • „ბავშვობის ხე“, 1970
  • „ჩიკას დღე“, 1971
  • „პირველი საქმე“, 1972
  • „სანდრო ჩეგემიდან“, 1973
  • „ბედნიერი აღმოჩენების დრო“, 1973
  • „დღე და ღამე“, 1973
  • „რემზიკ“, 1974
  • „ზღვის მორიელი“, [[1976]
  • „დასაწყისი“, 1978
  • „ჩიკას დღე და ღამე“, 1979
  • „დიდი სექსის პატარა გიგანტი“,1979
  • „კაკალის ჩრდილში“, 1979
  • „ჩიკას დაცვა“, 1983
  • „კაფეტერია ზღვაში“, 1988
  • „ადამიანის ბანაკი“, 1990
  • „ადამიანი და მისი შემოგარენი“,1991
  • „მერცხლის ბუდე“, 1994
  • „ავტორიტეტი“, 1996
  • „სოფიჩკა“, 1997
  • „რუსეთზე მოფიქრალი ამერიკელი“, 1997
  • „პოეტი“, 1998
  • „დაუპატიჟებელი სტუმარი“, 1999
  • „მწერლის დღე“, 1999
  • „შექსპირი და თხები“, 2001
  • „დამპალი ინტელეგენცია და აფერიზმები“, 2001
  • „სიზმარი ღმერთსა და ეშმაკზე“, 2002

ლექსებირედაქტირება

  • „მთის ბილიკები“, 1957
  • „დედამიწის სიკეთე“, 1959
  • „მწვანე წვიმა“, 1960
  • „შავი ზღვის ბავშვები“, 1961
  • „ზღვის ახალგაზრდობა“, 1964
  • „დედამიწის დილა“, 1966
  • „ზაფხულის ტყე“, 1969
  • „გზა“, 1987
  • „სათვალის მწმენდავი“, 2003
  • „მერცხლის სიჩქარისთვის“, 2004
  • „ცხოვრების ელემენტები“, 2006
  • „თოვლი და ყურძენი“, 2011

რუსული და აფხაზური ლიტერატურის განვითარებისთვის და მსოფლიო დონეზე აყვანისთვის ფაზილ ისკანდერმა მიიღო ბევრი ჯილდო და გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციაში:

  • 1987 - დიდი ბეჭედი (სამეცნიერო ფანტასტიკის ჯილდო) ნომინაციაში „ძირითადი ფორმა“ გაიმარჯვა რომანმა „კურდღლები და გველები“ (1982)
  • 1989 - სსრკ-ს სახელმწიფო პრემია რომანისთვის "სანდრო ჩეგემიდან“
  • 1991 - სახაროვის სახელობის ჯილდო "გამბედაობისთვის ლიტერატურაში»
  • 1992 - ა. ტეფერის ფონდის ჰამბურგის პუშკინის პრემია
  • 1993 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • პრიზი "ოქროს ოსტაპი", მალაპარტი (იტალია)
  • 1996 - საერთაშორისო ჯილდო "მოსკოვი-პენე "(იტალია)
  • 1997 – ფონდ „ზნამიას“ პრემია
  • 1998 - ჯილდოები „ბოლდინის გაზაფხული“ და „ტრიუმფი“
  • 1999 - სამშობლოს დამსახურების ორდენი, III ხარისხის
  • 2002 - პირველი ხარისხის ღირსების ორდენი, აფხაზეთი
  • 2003 - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მემორიალური მედალი "მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის შედევრები" რუსული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2004 - სამშობლოს დამსახურების ორდენი, II ხარისხი
  • 2009 - სამშობლოს ღირსების ორდენი, IV ხარისხი
  • 2009 - აფხაზეთის ბანკმა გამოსცა ფაზილ ისკანდერისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ვერცხლის მონეტა სერიიდან "აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებები", რომლის ნომინალური ღირებულება 10 აფსარს შეადგენს
  • 2010 – „ნოს“-ს ლიტერატურული ჯილდო
  • 2011 - რუსეთის ფედერაციის მთავრობის ჯილდო წიგნისთვის "შერჩეული სამუშაოები»
  • 2011 – “Ясная поляна” ლ.ნ. ტოლსტოის ჯილდო ნომინაციაში „თანამედროვე კლასიკოსები»
  • 2011 - სპეციალური პრიზი "პატივისა და ღირსებისათვის"
  • 2014 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის სფეროში რუსული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

აგრეთვე ფაზილ ისკანდერი არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ბავარიის სამხატვრო აკადემიის წევრი და ლაურეატი. ნორვიჩის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობარედაქტირება

ფაზილ ისკანდერი აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოში მუშაობდა (1989-1991 წწ.), იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კულტურის და ხელოვნების საბჭოს წევრი და ა.შ. აგრეთვე სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი, დამოუკიდებელი აკადემიის ესთეტიკის და ლიბერალური ხელოვნების განყოფილების საპატიო წევრი, საპატიო დოქტორი უნივერსიტეტის „Norwich“ (აშშ), და ბავარიის სამხატვრო აკადემიის წევრი და ლაურეატი (გერმანია).

როგორც საზოგადო მოღვაწე და სულიერი ავტორიტეტი, მან არაერთხელ ისაუბრა მცირე ერების დაცვაზე, ხელი მოაწერა ბევრ წერილს გადასახლებული და რეპრესირებული მწერლების დაცვისთვის. აფხაზეთის ასსრ-ის 11 დეპუტატის მონდომებით 1989 წელს არჩეული იყო სსრკ მე-12 მოწვევის უმაღლეს საბჭოში. მომავალში ის აღარ იყო ჩართული საჯარო პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ისკანდერი ერთგული დარჩა ლიბერალური ძალებისა, მაინც თვლიდა, რომ ეს ძალები სოციალურ პესიმიზმს ნერგავდნენ საზოგადოებაში.

ვლადისლავ არძინბას (აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი) გაემიჯნა. ქართულ-აფხაზური ომის დროს როგორც საზოგადო მოღვაწე ჩრდილში დარჩა. ისკანდერის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ცნობილი საჯარო განცხადებები არ არსებობს. პირიქით, სტანისლავ რასადინი გამოვიდა ისკანდერის სიტყვებით, სადაც იგი ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და ამტკიცებს, რომ ეს არის "სისხლიანი ჩიხის" გზა, და სეპარატიზმი მტკივნეულად აღიქმება ევროპაშიც კი.

1996 და 2003 წლებში ფაზილ ისკანდერი იყო კულტურული და მეცნიერული მოღვაწეების შორის, რომლებმაც მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთში ომის შეჩერებისა და მოლაპარაკების პროცესში გადასვლისკენ.

2001 წელს მოაწერა ხელი წერილს ტელეკომპანია „ენტევეს“ დაცვისთვის.

ფაზილ ისკანდერი იყო ყველაზე პატივსაცემი ფიგურა მოსკოვის აფხაზურ დიასპორაში.

ოჯახირედაქტირება

იგი დაქორწინდა 1960 წელს, მისი მეუღლე იყო პოეტი ანტონინა მიხაილოვნა ხლებნიკოვა (ისკანდერი). ორი შვილი ჰყავდათ.

ისკანდერი (ხლებნიკოვა) ანტონინა დაიბადა მოსკოვში 1940 წელს. პროფესიით ეკონომისტია. მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კი, როგორც ეკონომიკური ჟურნალების რედაქტორი. მას შემდეგ, რაც 1960 წელს გახდა ფაზილ ისკანდერის მეუღლე, ერთად წერდნენ პოეზიას.

ოქროს ქორწილი 2011 წლის გაზაფხულზე იზეიმეს, ფაზილ და ანტონინა ისკანდერებმა ერთად გამოაქვეყნეს ლექსების კრებული " თოვლი და ყურძენი».

ფილმოგრაფია და ეკრანიზაციარედაქტირება

სცენარირედაქტირება

  • 1969 – „ბედნიერი აღმოჩენების დრო“
  • 1984 – „თოვლი სექტემბერში“
  • 1986 – „ჩეგემის დეტექტივი“
  • 1989 – „ღამე სტალინთან, ან ვალთასარის ლხინი“
  • 1989 – „დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინი“
  • 2004 – „მოკითხვა ციურუპისგან“ (ფილმი - სპექტაკლი)

არქივირებული კადრებირედაქტირება

  • 2012 – „ბელლა ახმადულინა. წმინდა ფიქრები“ (დოკუმენტალური)

ფილმებირედაქტირება

  • 1988 –„ ორი საათი ბარდებთან ერთად“ (დოკუმენტალური)
  • 1996 – „ვარვარა ბუბნოვა - სენსეი“ (დოკუმენტალური)
  • 2005 – „ორი დედაქალის დაუღალავი მოქალაქე...“ (დოკუმენტალური)
  • 2006 – „ისააკ ბაბელი. საბედისწერო სამკუთხედი“. (დოკუმენტალური)
  • 2011 – „მეტი, ვიდრე სიყვარული“ (დოკუმენტალური). ფაზილ ისკანდერი და ანტონინა ხლებნიკოვა
  • 1986 – „ჩეგემის დეტექტივი“

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Искандер Фазиль Абдулович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Munzinger-Archiv — 1913.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 L’écrivain Fazil Iskander est mortParis: Societe Editrice Du Monde, 2016. — 364240 ეგზ. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.