ჯაკომო გასტალდი
ჯაკომო გასტალდი (იტალ. Giacomo Gastaldi) (დ. დაახლ. 1500, პიემონტი, — გ. 1566, ვენეცია) — იტალიელი კარტოგრაფი.
ძირითადად ცხოვრობდა ვენეციაში, სადაც ინჟინრად მუშაობდა, ხოლო დაახლ. 1544 წლიდან მთლიანად დაკავებული იყო რუკების შექმნით. ითვლება XVI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ იტალიელ კარტოგრაფად. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი რუკა „აზიის წინა ნაწილის აღწერა ანტიკური, და თანამედროვე სახელწოდებებითურთ პიემონტელი კოსმოგრაფის ჯაკომო გასტალდისა“ (1561).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცირეკიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Tooley, R.V.; Bricker Ch., Landmarks of Mapmaking, Elsevier-Sequoia, Amsterdam, 1968.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯაკომო გასტალდის რუკები — აშშ კონგრესის ბიბლიოთეკა