დიოსკურები — დიდიმები, კასტორი და პოლუქსი ანუ პოლიდევკე, ლაკონიის ამიკლეში შობილი ბუმბერაზი ტყუპი ძმები, ზევსისა და ლედას შვილები, ელენეს და კლიტემნესტრას ძმები. უზოგი მითი და ჰომეროსიც, ტინდარევსის შვილებად თვლის და ამიტომ ტინდარიდებსაც ეძახიან, მაგრამ თვით სახელწოდება მოწმობს, რომ ციური მეფის ვაჟები არიან. მათ თვლიდნენ მეომართა და ზღვაოსანთა მფარველებად. დიოსკურების კულტი ადრევე გადავიდა რომში. რომში მათ უწოდებდნენ კასორსა და პოლუქსს.

დიოსკურები


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია და რომაული მითოლოგია
სხვა კულტურებში: Tinas Clenar
გამოსახულებები
კასტორის და პოლუქსის ძეგლი ვერსალის პარკში

ჰესიოდეს თანახმად, ტინდარეოსის მეუღლე ლედა იხილა ზევსმა ძევის გედის სახით მოევლინა და შეუკავშირდა ევროტში მობანავე ლედას, ეტოლიის მეფის ასულს. ამის შემდეგ ლედამ დადო კვერცხი, საიდანაც იშვა ტყუპი ძმები, მშვენიერი ელენე და პოლიდევკესი. სხვა ვერსიით, ელენე და პოლიდევკე ზევსის შვილები არიან, კასტორი და კლიტემნესტრა – ტინდარეოსის შვილები არიან. ასე რომ, კასტორი და პოლიდევკესი სხვადასხვა მამის შვილები იყვნენ,თუმცა ტყუპ ძმებად იწოდებოდნენ. ისინი საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს და ასევე საოცარი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. მხოლოდ ბუნება ჰქონდათ სხვადასხვა: პოლიდევკესი იყო უკვდავი, ხოლო კასტორი – მოკვდავი. ძმებმა მთელ საბერძნეთში გაითქვეს სახელი: კასტორი იყო უბადლო მხედარი და ცხენთა დამაურვებელი, ხოლო პოლიდევკესი – უზადო მოკრივე.

დიოსკურებმა მრავალი საგმირო საქმე აღასრულეს: შინ დააბრუნეს თავიანთი და, მშვენიერი ელენე, რომელიც თესევსს ჰყავდა გადამალული. მონაწილეობა მიიღეს კალიდონის ნადირობასადა არგონავტთა ლაშქრობაში, რომლის დროსაც პოლიდევკესმა დაამარცხა პოსეიდონის ძე ამიკოსი. განუყრელი ძმები ჯოგის გამო შეებრძოლნენ აფარეტიდებს, რომლის დროსაც პოლიდევკესი სასიკვდილოდ დაიჭრა. მაშინ კასტორმა ხელები ზევით აღაპყრო და მამა-ზევსს შეევედრა, რომ ძმასთან ერთად ისიც მოეკლა. ზევსმა თავის ძეს შეახსენა, რომ უკვდავი იყო და შეეძლო ოლიმპიელ ღმერთებთან ერთად ნეტარებით ეცხოვრა, ხოლო თუკი არ ისურვებდა განშორებას თავის მოკვდავ ძმასთან, მაშინ იგიც ნახევრადმოკვდავი უნდა გამხდარიყო: ერთი დღე ძმასთან ერთად ჰადესში უნდა გაეტარებინა, მეორე დღე კი, კვლავ მასთან ერთად – ოლიმპოსზე და ასე გაგრძელდებოდა სამარადისოდ. სიხარულით გაუნაწილა კასტორმა უკვდავება თავის ძმას.

ძველ საბერძნეთში დიოსკურებს აიგივებდნენ ტყუპ თანავარსკვლავედთან. მიიჩნევდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ მეზღვაურებსა და მეომრებს. მოყვარულ ძმათა ლეგენდა ეხმიანება სინათლისა და სიბნელის, დღისა და ღამის, სიცოცხლისა და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობის არქაულ წარმოდგენებს.

დიოსკურებს დიდ პატივს სცემდნენ მთელ საბერძნეთში. სპარტაში ისინი სახელმწიფოს მფარველ ღვთაებებად მიაჩნდათ. მათი ეგისის ქვეშ ტარდებოდა სპორტული თამაშობანიც.

დიოსკურების კულტი რომშიც გავრცელდა. აქ ძვ.წ. 484 წელს მათი სახელობის ტაძარი ააგეს. კვირინალისის სასახლეს დღესაც ამშვენებს ცხენებთან მდგომი დიოსკურების ქანდაკებები.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება