სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური
ნ. ვავილოვის სახელობის მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური — დაარსდა 1926 წელს სოფელ გულრიფშში. სადგურს ჰქონდა ციტრუსოვანი კულტურების, სუბტროპიკული-ტექნიკური კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების, საინტროდუქციო საკარანტინო სანერგე განყოფილებები, ბიოქიმიური, ციტოემბრიოლოგიური, აგრომეტერეოლოგიური, ფიზიოლოგიური, აგრომეტეროლოგიური, ფიზიოლოგიური, მცენარეთა იმუნიტეტის ლაბორატორიები. მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო ყოფილი სსრკ სუბტროპიკულ ზონაში მსოფლიოს მცენარეული კოლექციის შექმნა, ახალი ჯიშებისა და ფორმების მიღება-დანერგვა და სხვა. ჰქონდა დამხმარე ექსპერიმენტულიი მეურნეობა, 2 საცდელი პუნქტი, ბიბლიოთეკა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვატიში გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 505.