ზურაბ კოპალიანი
ზურაბ კოპალიანი (დ. 1943, სოხუმი) — ქართველი ჰიდროლოგი. ჰიდროლოგიის პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) წევრი, 2007 წელს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორის ხელმძღვანელობით ამ ორგანიზაციამ და მისი ჯგუფის წევრებმა მიიღეს ნობელის მშვიდობის პრემია.
ზურაბ კოპალიანი | |
---|---|
ზურაბ კოპალიანი | |
დაბადების თარიღი |
1943 სოხუმი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო, რუსეთი |
ეთნიკურად | ქართველი |
პროფესია | ჰიდროლოგი |
საქმიანობა | ჰიდროლოგია |
ორგანიზაცია | IPCC ( კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი ) |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მოღვაწეობა
რედაქტირებაპროფესორი ზურაბ კოპალიანი არის IPCC-ს (კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი) წევრი, რუსეთის სამხელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის (ГГИ) წამყვანი ჰიდროლოგი, კალაპოტური პროცესების სფეროს წამყვანი მკვლევარი და კალაპოტური დეფორმაციების გაანგარიშებისა და პროგნოზების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
მისი კვლევის სფერო სკამაოდ ფართო დარგებს მოიცავს: მდინარეთა კალაპოტების მორფოლოგია და დინამიკა, კალაპოტური ტურბულენტობა, ჰიდრავლიკური წინაღობები, ჰიდვარვლიკური მოდელირება, ფსკერული ნატანის ჩამონადენი, მდინარეთა კალაპოტებისა და ჭალების წყალსადინარებში ფორმირებული კატასტროფული ნაკადების საინჟინრო ნაგებობებთან ურთიერთქმედება, კალაპოტური პროცესების მონიტორინგი და სხვა. ამ მხრივ ზურაბ კოპალიანი ასზე მეტი პუბლიკაციის ავტორია. იგი არის ჰიდრომორფოლოგიური თეორიის ერთ ერთი თანაავტორი ი. პოპვსა და ნ. კონდრატიევთან ერთად.
ზურაბ კოპალიანს აქვს დამსახურება ამ მხრივ რუსული ჰიდროლოგიური კვლევითი ინსტიტუტების მსოფლიო ასპარეზზე გასვლასა და განვითარებაში, ასევე მისი შენიშვნები და კვლევები მოხვდა მსოფლიოში ყველაზე გამოყენებად საკონსულტაციო და ინფორმაციული დატვირთვის ცნობილ გამოცემებში. მათ შორის „ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ზონის მდინარეებზე საინჟინრო ნაგებობების და პროექტების დროს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციების გათვალისწინების რეკომენდაციები“, „მაგისტრალური მილსადენების წყალქვეშა გადასასვლელების ზონაში მდინარეთა კალაპოტებისა და წყალსატევების დეფორმაციების გაანგარიშება“. ეს ნაშრომები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ ამ და მსგავსი სამუშაოების ჩატარების დროს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მეცნიერის წვლილი კალაპოტური პროცესების თოერიის განვითარებაში; თეორიის ის ნაწილი, რომელიც ეხება მთის მდინარეების კალაპოტური პროცესების თავისებურებებს, ძირითადად სწორედ ზურაბ კოპალიანის მიერაა დამუშავებული. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მსოფლიოს ექპერიმენტული გეომორფოლოგიისთვის კაპიტალური პროცესების მოდელირების განვითარებაში — გამრეცხ სივრცით ჰიდრავლიკურ მოდელებზე.
ზურაბ კოპალიანის მრავალწლიანი გამოცდილება კაპიტალური პროცესების მოდელირებაში განხორციელდა ფუნდამენტურ მონოგრაფიაში „მდინარეთა ნაკადებისა და კალაპოტური პროცესეის ექსპერიმენტული კვლევები და ჰიდრავლიკური მოდელირება“, რომელიც დაიწერა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალბერტ კალვინის თანაავტორობით და გამოიცა 2011 წელს. ეს მონოგრაფია წარმოადგენს ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომს არა მარტო ჰიდრვლიკური მოდელირების, არმაედ მთელი კაპიტალური პროცესების ჰიდრომორფოლოგიურ თეორიაში.
მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში „როსჰიდრომეტრიის დაწესებულებების და ორგანიზაციების და ახალი ტექნიკით აღჭურვა“ (2006-2007 წწ.) ზურაბ კოპალიანი იყო ჰიდროლოგიური ბლოკის დამუშავების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 2013 წლის ივნისში ზურაბ კოპალიანის გამოცემულმა მონოგრაფიამ დაიმსახურა რუსეთის სახელმწიფო ჰიდროლოგიური კავშირის პრემია.
ზურაბ კოპალიანს დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო დონეზე ჰიდროლოგიის ცალკეული სფეროების და თეორიების განვითარებაში. 1988-1991 წლებში იგი იყო :იუნესკოს „წყლის მეცნიერებათა განყოფილების“ მთავარი კონსულტანტი პარიზში, 1996-2007 წლებში „აზიის რეგიონის გლობლაური კვლევითი ჯგუფის“ თავმჯდომარე ჰიდროლოგიის საკითხებში; 2007 წლიდან არის კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის წამყვანი ავტორი, „მსოფლიო კლიმატური პროგრამის გლობალური ენერგეტიკული და წყალთა ექსპერიმენტის სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს“ (GEWEX) წევრი. „იუნესკოს ეროზიისა და სედიმენტაციის საერთაშორისო კვლევითი და სასწავლო ცენტრის“ (JRTCES) საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც მდებარეობს პეკინში და „იუნესკოს წყლის სტიიქიური უბედურებებისა და რისკების მართვის ცენტრის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც პერიოდულად იკრიბება ქალაქ ცუკუბაში, იაპონია.
ნობელის მშვიდობის პრემია
რედაქტირება2007 წელს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ალბერტ გორი კლიმატის გლობალური ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებულ შრომათა ციკლისთვის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში. ზურაბ კოპალიანი აქტიურად მუშაობდა ჯგუფის წევრებთან ერთად ამ ციკლების დამუშავება-გამოცემასა და პრაქტიკულ დონეზე განხორციელებისათვის, რის გამოც კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფზეც გავრცელდა ნობელის პრემიის მინიჭება. უშუალოდ პრემია გადაეცა ორგანიზაციას, ხოლო ციკლზე მომუშავე მეცნიერებს მიენიჭათ ლაურეატობა.
ოჯახი
რედაქტირებაზურაბ კოპალიანს ჰყავს ვაჟი ზურაბ კოპალიანი და შვილიშვილები ანა და ზურაბ კოპალიანები. ასევე მისი ძმის შვილია ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გივი გავარდაშვილი „ჰიდროლოგიის მეტრი“, სტატია ჟურნალ „დღევანდელობაში“, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2013 წელი.