დემნა გვასალია

ქართველი დიზაინერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვასალია.

დემნა გვასალია (დ. 25 მარტი, 1981, სოხუმი) — ქართველი მოდის დიზაინერი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა „Maison Martin Margiela“-სა და „Louis Vuitton“-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.[1]

დემნა გვასალია
დემნა გვასალია
დემნა გვასალია
საქმიანობა მოდის დიზაინერი
ლეიბლი Balenciaga
(2015.10-დღემდე)
Louis Vuitton
(2013-2015)
VETEMENTS
(2014-დღემდე)
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1981 (1981-03-25) (43 წლის)
დაბ. ადგილი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ჯილდოები და პრემიები 2016 წლის Fashion Awards-ის წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერი
ოფიციალური გვერდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დემნა გვასალია დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში, საქართველოში. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.[2]

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც „Maison Margiela“-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში მარჯიელაში დაიწყო.

დემნა გვასალიამ პარიზში, მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela“-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton“-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას ლუი ვიტონში მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, „Vetements“ (ფრანგულად „ტანსაცმელი“).[3]

2015 წლის ოქტომბერში დემნა „Balenciaga“-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. [4][5]

ჯილდოები

რედაქტირება

2016 წელს გამოცემამ „Business of Fashion“-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის „Fashion Awards“-ის დაჯილდოებაზე მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო „Vetements“-ი წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი გახდა.

  • საქართველოს ღირსების მედალი (2021) „მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის“[6]
  • უკრაინის III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ (2022) „მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის“[7]
  • თბილისის საპატიო მოქალაქე (2022)[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Greats: Demna. The New York Times.
  2. Demna Gvasalia, creative Director of Balenciaga. Kerring.
  3. Miles Socha. (September 16, 2019)EXCLUSIVE: Demna Gvasalia Exits Vetements. WWD.
  4. Milligan, Lauren (October 7, 2015) Vetements Designer Named At Balenciaga დაარქივებული 2016-08-23 საიტზე Wayback Machine. Vogue
  5. Cartner-Morley, Jess (October 7, 2015) Balenciaga appoints Demna Gvasalia as new creative director The Guardian
  6. „სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა“. On.ge. 27 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. Котова, Дарья (29 აგვისტო, 2022). „Зеленский наградил Демну Гвасалия за поддержку Украины“. Новости Грузия (რუსული). ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)