მზი
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მზი — ტბა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს აწითაქუს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2053 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,044 კმ², აუზის ფართობი 0,8 კმ², მაქსიმალური სიღრმე 11,5 მ. წყლის მოცულობა 225 100 მ³. ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ ცირკს.[2] ტბიდან გამოედინება მდინარე ავადჰარის მარჯვენა შენაკადი მზიმნა. ტბას გეგმაში აქვს მართკუთხედის ფორმა. სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. მცენარეულობა არ არის განვითარებული. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულ-ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბაში ბინადრობს კალმახი.[2]
მზი | |
---|---|
კოორდინატები: 43°31′14″ ჩ. გ. 40°34′40″ ა. გ. / 43.520750° ჩ. გ. 40.577972° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2053 მ |
ფართობი | 0,044 კმ² |
მოცულობა | 0,0002251 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 11,5 მ |
აუზის ფართობი | 0,8 კმ² |
გამომდინარე მდინარე | მზიმნა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 115.
- ↑ 2.0 2.1 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.