ყულანურხვის ეკლესია
ყულანურხვის ეკლესია — ეკლესია სოფელ აჭანდარაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ,რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.