სვიმონ კანანელის ტაძარი

წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი — ტაძარი საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოხუმთან ახლოს, თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთაზე. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.

სვიმონ კანანელის ტაძარი

სვიმონ კანანელის ტაძარი

სვიმონ კანანელის ტაძარი — საქართველო
სვიმონ კანანელის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°05′26″ ჩ. გ. 40°48′59″ ა. გ. / 43.09056° ჩ. გ. 40.81639° ა. გ. / 43.09056; 40.81639
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ახალი ათონი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მონასტერი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ქართული ხუროთმოძღვრება
თარიღდება გვიანი VII-VIII სს.
დეტალები

წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. ქართული და უცხოური ისტორიული წყაროების თანახმად, იესო ქრისტეს მოწაფეებმა წმინდა სვიმონ კანანელმა და წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში პირველებმა იქადაგეს ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც. წმინდა მამათა გადმოცემით, ახალი წელთაღრიცხვის 55 წელს მოციქული წმინდა სვიმონ კანანელი წარმართებმა ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს (ნიკოფსია — ამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარის მხარე). IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ, ხის უნდა ყოფილიყო. მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ააშენეს ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა, მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. დღეისათვის ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებები.

სვიმონ კანანელის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015.