მიუსერა
მიუსერა (აფხ. Мысра) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. დაბა მდებარეობს ბიჭვინთიდან სამხრეთით 8 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
დაბა | |
---|---|
მიუსერა Мысра | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთა |
კოორდინატები | 43°09′10″ ჩ. გ. 40°27′35″ ა. გ. / 43.15278° ჩ. გ. 40.45972° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1990 |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 50 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 444[1] |
საფოსტო ინდექსი | 6900[2] |
1921–1949 წლებში „მისრას“ სახელწოდებით შედიოდა გუდაუთის რაიონის მგუძირხვის თემში.[3] აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ნოემბრის ბრძანებულებით (დამტკიცდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 30 დეკემბრის ბრძანებულებით), გუდაუთის რაიონის სოფელ მუგუძირხვიდან გამოიყო მიუსერა და ის გარდაქმნა დაბად, ასევე შეიქმნა მიუსერის სადაბო საბჭო.[4]
ეტიმოლოგია რედაქტირება
სახელწოდება ქართულია, სვანურად „თოვლიანს“ (სვან. მუსერ, მუს – თოვლი, -ერ – წარმომავლობა-ვითარების აღმნიშვნელი სუფიქსი) ნიშნავს. მიუსერა გორაკზე მდებარეობს, სადაც დაბლობზე უფრო ხანგრძლივად იდო თოვლი. აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც.[3]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 3.0 3.1 ბ. ხორავა, ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 73, ISBN 978-9941-26-675-1.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12 (508), გვ. 32, თბ., 1987 წ. ISSN 0203-2023