აჟარა

მთა საქართველოში და რუსეთში

აჟარა[1], აჯრა, აჭრამთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის საზღვარზე, მდინარე ავადჰარის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2908 მ. აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტებით. კალთებზე სოჭნარია, ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოები.

აჟარა
კოორდინატები: 43°32′27″ ჩ. გ. 40°41′19″ ა. გ. / 43.54083° ჩ. გ. 40.68861° ა. გ. / 43.54083; 40.68861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კრასნოდარის მხარე
სიმაღლე 2908 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
აჟარა — საქართველო
აჟარა
აჟარა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჟარა

ლიტერატურა

რედაქტირება