ხიფსთა
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ხიფსთა (თეთრწყალა) — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2134 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 166 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,76 მ³/წმ.
ხიფსთა | |
---|---|
სხვა სახელი | თეთრწყალა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
ბზიფის ქედი 43°18′45″ ჩ. გ. 40°42′06″ ა. გ. / 43.312639° ჩ. გ. 40.701694° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2134 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 43°07′28″ ჩ. გ. 40°32′42″ ა. გ. / 43.124528° ჩ. გ. 40.545028° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 33 კმ |
აუზის ფართობი | 166 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 9,76 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 486.