ყულანურხვა
ყულანურხვა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე დოხვართის (ააფსთის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: აბგავერა, ადეიგვარა, არუთა, აჩკაწა, თამკვაჩ-იგვავერა, თასრაყვა, ოსიაარხუ, წვიშაარხუ). ზღვის დონიდან 150 მ, გუდაუთიდან 6 კმ. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ნაშთები.[1]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 662.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 143.